ახალგაზრდული ბანაკი ბაქოში

გაცვლითი პროგრამები

“Great Silk Way” International Youth Union 26-30 აგვისტოს ბაქოში მართავს ახალგაზრდულ საერთაშორისო ბანაკს.

ბანაკის მონაწილეები განიხილავენ საკითხებს ინტერკულტურული ცხოვრების, ტოლერანტობის, მშვიდობის და კონფლიქტების მოგვარების თემებზე. ასევე მათ შესაძლებლობა ექნებათ აღნიშნულ თემებზე მოამზადონ პროექტები.

მონაწილეობა შეუძლიათ 18-30 წლის ახალგაზრდებს, რომლებიც კარგად ფლობენ ინგლისურ ენას და დაინტერესებული არიან აღნიშნული თემებით.

☼ გეგმავ ფარმაციის ან მედიცინის შესწავლას? გაეცანი სასწავლო პროგრამებზ EDU.ARIS.GE-ზე ☼

ბანაკის პროგრამის ფარგლებში, მონაწილეებს ჩაუტარდებათ სიმულაციური თამაშები, ჯგუფური დისკუსიები, მოწვეული პირების ლექციები სხვადასხვა თემაზე და ასევე მონაწილეები მოამზადებენ ჯგუფურ და ინდივიდუალურ პრეზენტაციებს.

ბანაკის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

5-დღიანი ბანაკი არის სრულიად უფასო და ორგანიზატორი მხარე ფარავს საცხოვრებლის, კვების, შიდა ტრანსპორტირების და აქტივობებს ხარჯებს. მონაწილემ თავად უნდა დაფაროს საერთაშორისო მგზავრობის ხარჯები.

მონაწილეობის მსურველებმა შევსებული სააპლიკაციო ფორმა რეზუმესთან ერთად უნდა გაგზავნოთ შემდეგ ელფოსტაზე  greatsilkway.youth@gmail.com

დედლაინი 31 ივლისი.

დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე. 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები