სლოვაკეთის მთავრობის სტიპენდიები ქართველი სტუდენტებისთვის

გაცვლითი პროგრამები

სლოვაკეთის მთავრობა ქართველი სტუდენტებისთვის აცხადებს სტიპენდიებს სლოვაკეთში სასწავლებლად.

სტიპენდიით სარგებლობა შეუძლიათ სტუდენტებს, დოქტორანტებს, აკადემიურ პერსონალს და მკვლევარებს.

სწავლა შესაძლებელია სლოვაკეთის უმაღლესი სასწავლებლების მიერ შემოთავაზებულ ნებისმიერ სპეციალობაზე.

☼ გეგმავ ფარმაციის ან მედიცინის შესწავლას? გაეცანი სასწავლო პროგრამებზ EDU.ARIS.GE-ზე ☼

სტიპენდია ფარავს აპლიკანტის საცხოვრებელ ხარჯებს. სტუდენტები მიიღებენ სტიპენდიას 350 ევროს ოდენობით, აკადემიური პერსონალი და დოქტორანდები კი 580 ევროს.

სტიპენდია არ ფარავს მგზავრობის ხარჯებს.

აპლიკანტი მაღალ დონეზე უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას.

ონლაინაპლიკაციისა და დოკუმენტების გაგზავნის ბოლო ვადა არის 31 ოქტომბერი.

დოკუმენტების ჩამონათვალი და პროცედურები იხილეთ ბმულზე. 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები