სტაჟირების პროგრამა ილიაუნიში

დასაქმება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი შედგება შემდეგი კვლევითი, სამეცნიერო და სასწავლო დეპარტამენტებისგან: სეისმური მონიტორინგის ცენტრი, გეოლოგიის, გეოგრაფიის, სეისმოლოგიის, საინჟინროს, გამოყენებითი გეოფიზიკის, გეოდეზიისა და პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტები.

ინსტიტუტი ახორციელებს როგორც ლოკალურ, ასევე გლობალურ კვლევებს აქტიური ტექტონიკის და ვულკანიზმის, კლიმატის ცვლილების, დედამიწის ეკოსისტემის, ბიომრავალფეროვნების, სასარგებლო წიაღისეულისა და პლანეტის სხვა რესურსების, სეისმური საფრთხისა და რისკის შეფასების, სამშენებლო ინდუსტრიისათვის სეისმური ნორმების შემუშავების და სხვა გეოფიზიკური, გეომორფოლოგიური თუ გეოლოგიური მეცნიერების მიმართულებით, რომელიც გამოიყენება გეოლოგიურ, გეოგრაფიულ, საინჟინრო, არქეოლოგიურ სამუშაოებში და მეცნიერების სხვა საბუნებისმეტყველო თუ სოციალურ დარგებში.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი აცხადებს ვაკანსიას სტაჟიორის პოზიციაზე დასაქმების პერსპექტივით. წარმატებული სტაჟიორები გადანაწილდებიან შემდეგ დეპარტამენტებში:

  • გეოდეზიისა და გრავიმეტრიის დეპარტამენტი;
  • გეოგრაფიის დეპარტამენტი;
  • გეოლოგიის დეპარტამენტი;
  • სეისმოლოგიის დეპარტამენტი;
  • პროგრამული უზრუნველყოფისა და ინფორმაციული ქსელების დეპარტამენტი.

სტაჟირების ვადა – 3 თვე.

პიროვნული უნარები:

  • ახალი ინფორმაციის სწრაფი ათვისების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება და სისხარტე;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
  • პუნქტუალობა;
  • ველზე მუშაობის უნარი.

ძირითადი მოთხოვნები:

  • განათლება ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულებებით (ფიზიკა, მათემატიკა, გეოლოგია, გეოგრაფია, გეოფიზიკა, გეოდეზია, ინფორმაციული ტექნოლოგიები და პროგრამირება, ქსელები)
  • სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა;
  • უპირატესობად ჩაითვლება ოპერაციულ სისტემა Linux-ში მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, 2016 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით გამოგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge. გთხოვთ, „subject“ ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები