Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

რატომ მივიდნენ დიპლომის დაცვაზე სამხატვრო აკადემიაში სტუდენტები ტრუსებით (ვიდეო)

რატომ მივიდნენ დიპლომის დაცვაზე სამხატვრო აკადემიაში სტუდენტები ტრუსებით (ვიდეო)
August 05
11:41 2016

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია განმარტავს, რომ სტუდენტმა, რომელიც დიპლომის დაცვაზე მოკლე შარვლით მივიდა, სასწავლებლის დადგენილება დაარღვია და სთხოვეს მას, რომ სხვა ჩაცმულობით მისულიყო.

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ფაკულტეტის დეკანი დავით ალექსიძე განმარტავს, რომ აკადემიამ დაადგინა, რომ დიპლომის დაცვაზე ან სხვა სადღესასწაულო დღეებში, განსაზღვრული ჩაცმულობით უნდა მივიდნენ.

“ჩვენ ოფიციალურად დავადგინეთ, “დრეს კოდი”. რექტორის წინადადებით მოხდა ეს ყველაფერი. დადგინდა გარკვეული ფორმა, ნორმა, რომ შეესაბამებოდეს ამ სადღესასწაულო დღეს, უნდა იქნას გათვალისწინებული”, – ამბობს დავით ალექსიძე.

დეკანის თქმით, 3 აგვისტოს, ერთ-ერთი სტუდენტი, რომელსაც უნდა დაეცვა დიპლომი არ მივიდა შესაბამისი ჩაცმულობით და სთხოვეს მას, რომ ტანსაცმელი გამოეცვალა, რის შემდეგაც დატოვა დარბაზი და წავიდა.

დეკანი საუბრობს იმაზე, რომ ფაკულტეტის საბჭოს დადგენილებაში წერია, რომ სტუდენტი არ უნდა მივიდეს სანდლებით და შლოპანცებით.

“არ უნდა მოვიდეს შორტებით, სანდლებით და შლოპანცებით. დიპლომის დაცვაზე, მგონი, ცოტა უხერხულია. მითითებულია, რომ შორტები არ ეცვას. სატანისტური სამოსით რომ გამოცხადდეს, არც ეს იქნება სასურველი”, – ამბობს ალექსიძე.

ალექსიძის თქმით, როდესაც სახელმწიფო დაწესებულებაა და სახელმწიფო კომისიაა, ცოტა ნორმების დაცვაა საჭირო და ოდნავ პრინციპულობის გამოჩენა განსჯის საგანი არ უნდა გახდეს.

ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც დილლომის დაცვაზე, რომელიც ქარვასლაში – თბილისის ისტორიის მუზეუმში, გაიმართა, ორი პიროვენბა ტრუსებით არის. როგორც ვიდეოს ავტორები ამბობენ მათ სამხატვრო აკადემიის რექტორის, გიორგი გუგუშვილის თხოვნა ერთ-ერთი სტუდენტისადმი, რომ მოკლე შარვალი გამოეცვალა, გააპროტესტეს.

წყარო: ნეტგაზეთი

PalitraTV

786 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
August 2016
M T W T F S S
« Jul   Sep »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031