Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

რა უნდა გავითვალისწინოთ TOEFL-ის გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად

რა უნდა გავითვალისწინოთ TOEFL-ის გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად
August 09
13:52 2016

თუ საზღვარგარეთ სწავლას გეგმავთ და ამისათვის ტოფელის სასერთიფიკატო გამოცდის ჩაბარებ გიწევთ რამდენიმე სასრგებლო რჩევას მოგაწვდით:

☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼

  • პირველ რიგში უნდა გადაწყვიტოთ რომელ ფორმატში უნდა ჩააბაროთ გამოცდა, ელექტრონულად თუ ფურცელზე.
  • მეცადინეობას საკმარისი დრო დაუთმეთ, რათა განსაზღვროთ რა ნაწილშია თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები. ეს დაგეხმარებათ ფოკუსი სწორი მიმართულებით მიმართოთ და იმ ნაწილზე მუშაობა გააძლიეროთ რომელიც გიჭირთ.
  • ასევე წინასწარ უნდა გქონდეთ განსაზღვრული რამდენი ქულა გჭირდებათ, რადგან მიმღებ უნივერსიტეტებს ხშირად თავიანთი მოთხოვნები აქვთ.
  • გაითვალისწინეთ რომ ტოეფელის გამოცდისთვის მომზადება მარტო ცოტა არ იყოს რთულია, ამიტომაც გირჩევთ მოძებნოთ კარგი რეპეტიტორი და გამოცდისთვის მზადება გამოცდაზე გასვლამდე მინიმუმ 6 თვით ადრე დაიწყოთ.
  • თუ გსურთ გამოცდაზე მაღალი შედეგები აჩვენოთ, აუცილებლად იმუშავეთ და იმეცადინეთ ბევრი. სახლში შეგიძლიათ იმიტირებული გამოცდაც მოიწყოთ. ვინაიდან გამოცდის თითოეულ ნაწილს შესაბამისი დრო ეკუთვნის და დროში შეზღუდული ხართ, ივარჯიშეთ სახლში დროის ეფექტურად გადანაწილებაზე, რათა აჩვენოთ თქვენი მაქსიმუმი და გამოცდაზე დრო არ გაგექცეთ.
  • ყველაზე კარგი საშუალება ტესტისთვის მოსამზადებლად არის აკეთოთ რაც შეიძლება მეტი ტესტი, რომელსაც თუ მასწავლებელთან ემზადებით ის აუცილებლად გაგაკეთებინებთ. თუ არადა ეცადეთ მოიძიოთ საგამოცდო ტესტები და ივარჯიშოთ მათი დახმარებით.
  • გამოცდაზე შედით დამშვიდებული. შთააგონეთ თქვენს თავს რომ საკმარისად მომზადებული ხართ, რათა სასურველი ქულა მიიღოთ. თუ ინერვიულებთ, ეს უარყოფითად იმოქმედებს თქვენს გონებაზე და მთელი სამუშაო შეიძლება წყალში ჩაგეყაროთ. ამიტომაც გამოცდაზე შესვლის წინ ერთი ღრმად ამოისუნთქეთ და დაივიწყეთ ყოველგვარი ნერვიულობა.
  • კითხვებზე პასუხის დროს იფიქრე რაც შეიძლება მარტივად და მკაფიოდ გადმოსცე შენი სათქმელი.
  • მოსმენის ნაწილს გაგიადვილებს თუ გამოცდამდე ინგლისურ ტექსტებს და მსგავს სავარჯიშოებს ხშირად გააკეთებ, რათა ინგლისურად სიტყვის წარმოთქმა და იდიომები ყურში უცხოდ არ მოგხვდეს.
  • წერით ნაწილში სანამ წერას შეუდგებოდე რამდენიმე წუთით გონებაში გეგმასავით ჩამოაყალიბე თუ რის დაწერას აპირებ. საჭიროა რომ მკაფიოდ და მარტივად გადმოსცე შენი მთავარი სათქმელი და გამოყენო მაგალითები. ნუ დაივიწყებ გრამატიკას და ეცადე ნაკლები შეცდომა დაუშვა. თუ ფრაზის გრამატიკულ სისწორეში დარწუმენებული არ ხარ ან ზუსტად ვერ იხსენებ, ეცადე ალტერნატივა მოძებნო და აზრი სხვაგვარად ჩამოაყალიბო.
  • თუ ტოეფელს ელექტრონულად აბარებთ, წინასწარ აუცილბელად გაიუმჯობესეთ კლავიატურაზე ბეჭდვის უნარები, რათა გამოცდაზე ამან ზედმეტი დრო არ წაგართვათ.
  • გამოცდაზე ჩაიცვით კომფორტულად რათა პროცესში რამე სხვაზე არ გადაგერთოთ ყურადღება. ასევე გამოცდაზე წასვლის წინ აუციბლად მიირთვით საკვები, რომ შიმშილმაც გონება არ გაგიფანტოთ.

 

სრულ ინფორმაციას ტესტების ფორმატებისა და ნაწილების შესახებ იხილავთ ოფიციალურ გვერდზე.

წყარო: englishclub.com

რა უნდა გავითვალისწინოთ TOEFL-ის გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად

579 ნახვა
Share

About Author

studinfo

studinfo

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
August 2016
M T W T F S S
« Jul   Sep »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031