ჩეხეთის მთავრობა ქართველი სტუდენტებისთვის სტიპენდიებს აცხადებს

გაცვლითი პროგრამები

ჩეხეთის მთავრობა აცხადებს სასწავლო სტიპენდიებს 2017-18 სასწავლო წლისთვის. სამთავრობო სტიპენდიის ფარგლებში დაფინანსდება 7 ქართველი სტუდენტი (მათ შორის, 2 სტუდენტი – აფხაზეთიდან).

4 სტიპენდიას მიიღებენ ჩეხური ენის მცოდნე საბაკალავრო/სამაგისტრო საფეხურის სტუდენტები, ხოლო 3 სტიპენდიას – ინგლისური ენის მცოდნე სამაგისტრო/სადოქტორო საფეხურის სტუდენტები.

☼  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

ქართველი სტუდენტებისათვის რეკომენდებული მიმართულებებია:

  • ჩეხურ ენაზე – სამედიცინო, ტექნიკური სფერო, საინჟინრო, ეკონომიკა, ჰიდროგეოლოგია, მეტეოროლოგია, ქიმია;
  • ინგლისურ ენაზე – ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, ინფორმატიკა, გარემოს დაცვა, ენერგეტიკა.

სტიპენდია ბაკალავრებისა და მაგისტრებისთვის შეადგენს 14 000 კრონს თვეში, დოქტორანტებისთვის კი 15 000 კრონს.

განაცხადების ელექტრონულად შევსების ბოლო ვადაა 2016 წლის 30 სექტემბერი.

აღნიშნული პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები