TOEFL-ისთვის მოსამზადებელი უფასო ონლაინკურსი სტუდენტებისთვის

გაცვლითი პროგრამები

მათ ვინც ტოფელის გამოცდისთვის მომზადებას გეგმავს Educational Testing Service [ETS] აცხადებს მიღებას უფასო ონლაინ კურსზე.

TOEFL®-ისთვის მოსამზადებელი ონლაინკურსის ფარგლებში, თქვენ მიიღებთ რჩევებს და გაკვეთილებს ექსპერტებისგან და იმ ადამიანებისგან, ვისაც უშუალოდ უწევთ ტესტების შედგენაზე მუშაობა.

კურსი არის 6-კვირიანი და იწყება 206 წლის 7 სექტემბერს.

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

კურსის ფარგლებში ექსპერტებისგან თქვენ მიიღებთ ღირებულ რჩევებს თუ რას უნდა მოელოდოთ გამოცდაზე, იმეცადინებთ გამოცდის ოთხივე ნაწილში. ივარჯიშებთ გასული წლების გამოცდებზე გამოყენებულ ტესტებზე, შეისწავლითპატარ-პატარა ხრიკებს, რომელიც გამოცდაზე ქულების მოპოვებაში დაგეხმარებათ და ასევე მიიღებთ რეკომენდაციებს გამოცდისთვის რეგისტრაციის პროცესის შესახებ.

კურსი არის ძალზედ ინტერატიული, რადგან შეიცავს ვიდეოებს, კითხვებს თავისი განმარტებებით, ქუიზებს და პირდაპირ კონტაქტს სოციალური მედიის დახმარებით.

კურსი არის სრულიად უფასო, თუმცა თუ გსურთ კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის აღება, სერტიფიკაცის ღირებულებაა 49$.

კურსზე რეგისტრაციისთვის უნდა შეავსოთ აპლიკაცია.

დეტალები იხილეთ ბმულზე.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები