რჩევები თსუ-ის მომავალ სტუდენტებს

მხიარული ინფო

ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების გაგებამდე სულ ცოტა დრო რჩება. თუმცა, მათ ვისაც გსურთ თსუ-ის სტუდენტი გახდეთ ან უბრალოდ მოგიწევთ რომ თსუ-ის სტუდენტი გახდეთ, რამდენიმე სასარგებლო რჩევას მოგცემთ, რომლის სიცხადეშიც მალევე დარწმუნდებით, თუ რა თქმა უნდა, თსუ-ში ჩააბარებთ:

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

  • ვისაც პირველ კორპუსში მოუწევს სწავლა, მალე მიხვდებით, რომ გაგიმართლათ;
  • მეორე კორპუსელებს არ გაგიმართლათ, დანგრეულ 048-ს ვეღარ ნახავთ, მაგრამ არაუშავს, შეგიძლიათ ეწვიოთ მესამე კორპუსს;
  • მესამე კორპუსელებს გაგიმართლათ – თუ მევალეს, ჯარს, ბინის მეპატრონეს ან ვინმეს ემალებით, მანდ ვერასდროს გიპოვიან;
  • მეოთხე კორპუსელები ისეთ ადგილზე იქნებით, რომ ყველა სტუდენტი წინ ჩაივლის, მაგრამ არ ეცოდინებათ სად არის მეოთხე კორპუსი;
  • მეხუთე კორპუსელ ბიჭებს გაუმართლათ – ჯგუფში ყველა გოგო გეყოლებათ. გოგოებსაც გაუმართლათ – გვერდით დანკინი აქვთ;
  • მეექვსე კორპუსელებსაც გაგიმართლათ, გელას ქსეროქსი და კეკელიძის ლობიანი თქვენთან ყველაზე ახლოს იქნება;
  • მაღლიველებზე ვერაფერს ვიტყვი, უბრალოდ, სანამ უნივერსიტეტში მიხვალთ ჩვენი პოსტები გადაიკითხეთ, შეემზადეთ…
  • განიველებზეც ვერ ვიტყვი ვერაფერს, უბრალოდ გირჩევთ, პირველ დღეს, პირველ სართულზე რომ შეხვალთ და გეტყვიან ეს მესამე სართულიაო – ნუ დაიბნევით, თქვენ ჯერ მაღლივის ბიბლიოთეკა არ გინახავთ;
  • დანარჩენ კორპუსებზე არაფერია სათქმელი, ერთი დელისის მეტროსთანაა და მეორე სადღაც დიღომში, შემოგვეხმიანეთ, სად ხართ, როგორ ხართ, რას მოღვაწეობთ… თქვენც თსუ-ხართ : ))

წყარო: მაღლივის ფანკლუბი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები