ანაზღაურებადი სტაჟირება სტუდენტებისთვის

დასაქმება

სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრი აცხადებს სტაჟირებას სტუდენტებისთვის. 

კონკურსანტი უნდა იყოს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის მეორე, მესამე ან მეოთხე კურსის, ან მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი.

☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

სტაჟირება გულისხმობს ანაზღაურებას შეთანხმებით.

ფუნქციები:

  • დანაშაულის პრევენციაზე მიმართული პროექტების ფარგლებში ტექნიკური სამუშაოების შესრულება;
  • დანაშაულის პირველი დონის პრევენციის სამმართველოს მოქმედ ან პილოტურ პროგრამებში მონაწილეობა;
  • პროგრამების, ვებ-გვერდების და სოციალური ქსელების ადმინისტრირების მხარდაჭერა;
  • პროგრამების PR აქტივობებში მონაწილეობის მიღება;
  • პროგრამების ბეჭდური მასალების მომზადება;
  • ღონისძიებებისა და შეხვედრების ორგანიზება.

მოთხოვნები: 

  • კარგი წერითი და ანალიტიკური უნარები;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ორგანიზებულობა და სიზუსტე;
  • შემოქმედებითი აზროვნება;
  • ინფორმაციის მოძიების, კვლევისა და ანალიზის უნარი;
  • სტრესული სიტუაციის მართვა.

სტაჟირების ვადა არის 6 თვე.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 8 სექტემბერი.

განაცხადის წარსადგენად ან დეტალებსი გასაცნობად გადადით ბმულზე.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები