სწავლა საზღვარგარეთ სრული დაფინანსებით ქართველი სტუდენტებისთვის

გაცვლითი პროგრამები

აზიის განვითარების ბანკი (ADB) აცხადებს სასწავლო სტიპენდიებს ქართველი სტუდენტებისთვის  მსოფლიოს ათ სხვადასხვა ქვეყანაში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებსე სასწავლებლად.

სტიპენდია სრულად ფარავს სწავლის საფასურს, საცხოვრებელს, სასწავლო მასალების დაზღვევისა და მგზავრობის ხარჯებს. ასევე გულისხმობს ყოველთვიურ სტიპენდიას.

სტუდენტებს შეუძლიათ შეარციონ სასურველი უნივერსიტეტი მსოფლიოს 10-მდე ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, იაპონიაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში.

☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

იხილეთ უნვიერსიტეტების ჩამონათვალი.

სტიპენდიის მისაღებად თქვენ უნდა ჩააბაროთ ზემოთ მოცემული უნივერსიტეტების სიიდან ერთ-ერთში და იმავდროულად შეიტანოთ განაცხადი სტიპენდიაზე.

სტიპენდიის მიღება შეუძლიათ აზიის განვითარების ბანკის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, გარდა ამისა, აპლიკანტი უნდა იყოს 35 წლამდე ასაკის და ფლობდეს ბაკალავრიატის დიპლომს.

სტიპენდიაზე განაცხადის შეტანა უნდა მოხდეს სწავლის დაწყებამდე 6 თვით ადრე.

დეტალური ინფორმაცია სტიპენდიის მისაღები პროცედურების შესახებ იხილეთ ბმულზე.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები