დაივიწყეთ სმარტფონები და გადადით სმარტ ტატუებზე

აქტუალური

Microsoft Research-ის და MIT-ის ლაბოროტორიის მკვლევრებმა შეიმუშავეს ტექნოლოგია, რომელიც შესაძლებელს ხდის ოქროფურცლისგან მარტივად დასამსადებელი და სატარებელი ინტერფეისების შექმნას.

პროექტი DuoSkin ფიქრობს ოქროფურცლისგან დამზადებული დენგამტარი გადამყვანი ტატუების წარმოებას. კანთან შეერთების მიზნით გამოიყენება სილიკონი. ტატუსთვის შესაძლებელია ნებისმიერი ფორმის მინიჭება, შედეგად კი ვიღებთ კანის აქსესუარს, რომელსაც გააჩნია გარკვეული ფუნქციები.

დუოსკინის შემქმნელები განიხილავენ სმარტ ტატუების 3 შესაძლო გამოყენებას:

  1. ანტენა, რომელიც სმარტფონის NFC ჩიპთან ერთად მუშაობს.
  2. ტაჩპედი.
  3. ინდიკატორი (LED-ნათურების ან თერმომგძნობიარე მასალის დამატების შემთხვევაში.)

 

https://www.youtube.com/watch?v=zV0UOfbsDXo

 

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები