Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

რატომაა არდადეგები ზაფხულში?

რატომაა არდადეგები ზაფხულში?
September 08
18:25 2016

ევროპაში საზაფხულო არდადეგების ტრადიცია მოდის ძველი რომიდან. წელიწადის ყველაზე ცხელ პერიოდში რომაულმა სენატმა დააწესა დასვენების დღეები. ეს ხდებოდა სწორედ მაშინ, როდესაც ვარსკვლავი სირიუსი (ლათინურად canicula) ჩნდებოდა ცაზე.

რაც შეეხება საზაფხულო არდადეგებს ამერიკაში ოფიციალურ ვერსიად მიჩნეულია მოსაზრება, რომ ბავშვებმა დაიწყეს სკოლიდან ზაფხულობით განთავისუფლება, რათა ფერმაზე სამუშაოდ ჰქონოდათ დრო. მაგრამ ეს ისტორია სიმართლეს არ შეესაბამება.

ამერიკის სამოქალაქო ომამდე ფერმერების ბავშვები არასოდეს ისვენებდნენ ზაფხულში, ისინი სწავლობდნენ ყველაზე ცხელ და ცივ თვეებში, ხოლო გაზაფხულსა და შემოდგომაზე სკოლისგან თავისუფალნი იყვნენ, ვინაიდან სწორედ ამ თვეებშია მოსავლის აღებისა და დათესვის დრო. ქალაქის ბავშვები კი მთელი წლის განმავლობაში სწვლობდნენ. მაგრამ რაც ქალაქებში მოსახლეობამ იმატა, გაიზარდა შენობების რაოდენობაც, რამაც ქალაქები ერდგვარ სათბურად გარდაქმნა, რამაც საგრძნობლად გაზარდა ზაფხულის თვეებში ტემპერატურა, ამის შემდეგ შეძლებულმა ოჯახებმა ამ პერიოდში ქალაქგარეთ დაიწყეს გადაბარგება, რამაც შექმნა პრობლემა სკოლებში, ვინაიდან კლასები ზაფხულში მუდამ ცარიელი იყო, ამას დაემატა სხვა არგუმენტებიც და დიდი კამათის და განსჯის შემდეგ გადაწყდა, რომ საჭირო იყო 60-დღიანი არდადეგების დაკანონება.

დღეს ქვეყნების უმრავლესობაში საზაფხულო არდადეგები საშუალოდ 2 თვე გრძელდება. ევროპაში იტალიელ ახალგაზრდებს ერგოთ ყველაზე გრძელი არდადეგები- 13 კვირა, ხოლო ყველაზე ხანმოკლე დასვენება კი დიდ ბრიტანეთში დანიასა და გერმანიაშია – 6 კვირა.

209 ნახვა
Share

About Author

ნია ფიფია

ნია ფიფია

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
September 2016
M T W T F S S
« Aug   Oct »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930