ქართველი, რომელიც ნობელის პრემიაზეა წარდგენილი

საინტერესო ფაქტები

89 წლის, გერმანულენოვანი ქართველი ფილოსოფოსი და მწერალი, გივი მარგველაშვილი ნობელის პრემიაზე წარადგინეს. იგი გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ცხოვრობს. აღნიშნული სიახლე მაია ბარათაშვილმა, პოლიტიკოს ირაკლი ბარათაშვილის მეუღლემ, გაავრცელა.

,,ქართველ საზოგადოებას მინდა ვახარო _ ქართველი ფილოსოსფოსი გივი მარგველაშვილი ნობელის პრემიაზე წარადგინეს.”

გივი მარგველაშვილი, ბერლინში, ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. 1946 წელს იგი მოტყუებით აღმოჩნდა ბერლინის საოკუპაცია ხაზთან, რამაც მისი საკონცენტრაციო ბანაკში მოხვედრა, შემდეგ კი თბილისში გადმოსახლება გამოიწვია. თბილისში ყოფნის დროს ცხოვრობდა ნათესავებთან. სწავლობდა თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტში. მხოლოდ გერმანულ ენაზე წერდა რომანებს, პიესებსა და მოთხრობებს, რომლებიც თბილისში არ გამოქვეყნებულა.

☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼

40-წლიანი ლოდინის შემდეგ მწერალი მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა. სწორედ იქ, ბერლინში, გამოქვეყნდა მისი რომანები: ,,მოწმენი სარკეში”, ,,დიდი კორექტურა”, ,,მუცალი”, ,,სიცოცხლე ონტოტექსტში”, ,,გადაუგდერბელი ხელთათმანი” და სხვა.

მიღებული ჯილდოები:

  • 1997 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი.
  • 2006 – გერმანიის გოეთეს მედალი;
  • 2013 – გივი მარგველაშვილის სახელობის პრემია, გერმანულ-ქართული კულტურული ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის;

მწერალი მიიწვიეს გერსვაილერის „ქალაქის მწერლად“ გერმანიაში, მოგვიანებით კი ლექციების საკითხავად გერმანიისა და აშშ-ის უნივერსიტეტებში. იგი ასევე ცნობილია როგორც ფილოსოფოსი, გერმანული ეგზისტენციალიზმის აღიარებული სპეციალისტი.

იხილეთ ორიგინალი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები