იმიტირებული სასამართლოების შეჯიბრისთვის სტუდენტური გუნდების რეგისტრაცია დაიწყო

კონკურსები

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი აცხადებს სტუდენტური გუნდების რეგისტრაციას, ბიზნეს სამართლის იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობის მისაღებად

შეჯიბრის შესახებ:
შეჯიბრი იმიტირებულ სასამართლო პროცესში მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საგანმანათლებლო მეთოდად თანამედროვე სამართლის სწავლებაში. შეჯიბრის მიმდინარეობისას სტუდენტები მონაწილეობენ მოსამზადებელ პროცესსა და საქმეების განხილვაში მსაჯების წინაშე. საქმე და მხარეები შერჩეულია წინასწარ და სტუდენტებს ეძლევათ გარკვეული დრო საბოლოო პროცესისთვის მოსამზადებლად. შეჯიბრი ჩვეულებრივ, მოიცავს წერილობითი აპლიკაციების მომზადებას, როგორც პირველ საფეხურს და ზეპირ გამოსვლებს – საბოლოო საფეხურის სახით. მსაჯები არიან სამართლის პროფესორები, ადვოკატები და მოსამართლეები.

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული იმიტირებული სასამართლო პროცესები წარმოადგენს საქართველოს პირველი ინსტანციის სასამართლოს სიმულაციას შესაბამისი პროცედურების დაცვით, შეჯიბრის ფორმატში. იმიტირებული სასამართლო პროცესების პრინციპები და წესები შემუშავდა ცნობილი და აღიარებული საერთაშორისო იმიტირებული პროცესების პრაქტიკაზე დაყრდნობით.

საქმეებში მოცემული იქნება საქართველოში არსებული ბიზნეს სამართლის ყველაზე მნიშვნელოვანი და პრობლემური საკითხები. შეჯიბრი მოიცავს წერილობითი აპლიკაციების წარდგენასა და ზეპირ განხილვას მსაჯების წინაშე. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, გუნდებთან გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა, რა დროსაც მათ გადაეცემათ დამატებითი მასალები მოსამზადებლად.

☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼

მონაწილეობის წინაპირობები:
შეჯიბრში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში არსებულ აკრედიტებულ უმაღლესი განათლების დაწესებულებათა სამართლის სკოლების ბაკალავრიატის სტუდენტებით დაკომპლექტებულ გუნდებს 2-4 წევრის შემადგენლობით.

გუნდების რეგისტრაცია:
შეჯიბრში მონაწილეობის მსურველმა გუნდებმა უნდა შეავსონ თანდართული სარეგისტრაციო განაცხადი ელექტრონულად და გაგზავნონ მისამართზე: n.gelashvili@freeuni.edu.ge; წერილის სათაურის ველში მიუთითეთ “იმიტირებული პროცესი”.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2016 წლის 23 სექტემბერი.

შეჯიბრის შესახებ დეტალური ინფორმაცია:

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები