Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ქუთაისში 60 000 სტუდენტზე გათვლილი საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა იწყება

ქუთაისში 60 000 სტუდენტზე გათვლილი საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა იწყება
September 12
14:58 2016

ქუთაისში  კავკასიის რეგიონში უდიდესი, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ლაბორატორიებით აღჭურვილი, 60 000 სტუდენტზე გათვლილი საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობაიწყება. პროექტის პრეზენტაციას საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, 60 000 სტუდენტზე გათვლილი საუნივერსიტეტო ქალაქი 140 ჰექტარზე გაშენდება, შენობების საერთო ფართი კი 1 მილიონი კვადრატული მეტრი იქნება. მისივე თქმით, მშენებლობის დროს გამოყენებული იქნება მაღალი ეკოლოგიური სტანდარტები, განახლებადი ენერგიების სისტემები, „მწვანე ტექნოლოგიები“ და ყველაფერი გაკეთდება საიმისოდ, რომ მშენებლობის ადგილზე არსებული ბუნება სრულად იქნას შენარჩუნებული.

☼ გსურს მაგისტრატურაზე ჩაბარება? შეარჩიე სამაგისტრო პროგრამები EDU.ARIS.GE-ზე ☼

სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა ყურადღება გაამახვილა საუნივერსიტეტო სწავლებაზე და ხაზი გაუსვა, რომ უნივერსიტეტის მთავარი პროფილი ტექნოლოგიური და ტექნიკური მეცნიერებები იქნება. მან იმედი გამოთქვა, რომ უახლესი ინფრასტრუქტურა, უმაღლესი კვალიფიკაციის ქართველი და უცხოელი პროფესორ–მასწავლებლები, თანამედროვე სასწავლო და კვლევითი პროგრამები, მსოფლიოს წამყვან უნივერისტეტებთან ერთობლივი სასწავლო პროგრამები და ერთობლივი კვლევები უნიკალურ შესაძლებლობებს მისცემს როგორც ქართველ, ისე უცხოელ სტუდენტებს.

„უნივერსიტეტს ამ უმნიშვნელოვანესი მისიის განხორციელებაში გვერდში დაუდგებიან ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების წამყვანი უნივერსიტეტები, რომლებთანაც უკვე დაწყებულია ინტენსიური თანამშრომლობა. დარწმუნებული ვარ, აქ შეიქმნება ისეთი გარემო, როგორიც სახელგანთქმულ ამერიკულ და ევროპულ უნივერსიტეტებშია, რაც მათ მსოფლიო ლიდერებად აქცევს. ასეთი დონის საუნივერსიტეტო ქალაქში უცხოელი სტუდენტებიც მოისურვებენ განათლების მიღებას. საქართველოში ამჟამადაც ბევრი უცხოელი სწავლობს. მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს ჩვენი ქვეყნის მიმზიდველობა, რის საშუალებასაც გვაძლევს უსაფრთხო გარემო, ჩვენი სტუმართმოყვარეობა, ტოლერანტობა, ცხოვრების მაღალი დონე და ამავე დროს სწავლის შედარებით დაბალი საფასური. დარწმუნებული ვარ, ეს საუნივერსიტეტო ქალაქი გამორჩეული იქნება თავისი პოტენციალით და იქცევა რეგიონალური მნიშვნელობის საგანმანათლებლო ჰაბად,“ – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი და თბილისის სამეცნიერო–კვლევითი ცენტრი – ეს ორი უდიდესი პროექტი ერთად, სერიოზულ ბიძგს მისცემს ქვეყანაში უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარებას.

ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის, თბილისში განლაგებული ტექნოლოგიური ინსტიტუტის და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დაპროექტებას, მშენებლობას, აღჭურვას და ფუნქციონირების დაფინანსებას უზრუნველყოფს ფონდი «ქართუ». ორივე მეგაკომპლექსი დარჩება სახელმწიფოს საკუთრებაში და როგორც ტექნოლოგიური ინსტიტუტი თბილისში, ისე ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი იქნება სახელმწიფო დაწესებულება“, – განაცხადეს მთავრობის ადმინისტრაციაში.

სტუდენტთა პირველი ნაკადის მიღება დაგეგმილია 2019 წელს.

 

209 ნახვა
Share

About Author

studinfo

studinfo

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
September 2016
M T W T F S S
« Aug   Oct »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930