სწავლა დაფინანსებით საფრანგეთში

გაცვლითი პროგრამები

International Space University, რომელიც მდებარეობს სტრასბურგში, 2017-18 სასწავლო წლისთვის აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას საერთაშორისო სტუდენტებისთვის.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ქართველ სტუდენტებსაც.

სასტიპენდიო პროგრამები მოიცავს კოსმოსის შემსწავლელ მეცნიერებებზე სწავლას.

სწავლების ენა არის ინგლისური.

 ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼  

სტიპენდია გულისხმობს სწავლის დაფინანსებას, საცხოვრებელი ხარჯები კი უნდა დაფაროს აპლიკანტმა.

აპლიკანტი აუცილბელად უნდა ფლობდეს ბაკალავრის ხარისხს და ინგლისურ ენას მაღალ დონეზე.

რაც შეეხება პროცედურებს. ონლაინაპლიკაციის შევსების შემდეგ, სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს ნიშნების ფურცელი, ორი სარეკომენდაციო წერილი და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი.

რეგისტრაციის დედლაინები სასწავლო პროგრამებისთვის ინდივიდუალურადაა განსაზღვრული.

დედლაინებისა და დამატებითი დეტალების შესახებ ინფორაციის ხილვა შეგიძლიათ ბმულზე. 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები