მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ სელფები ადამიანებს აბედნიერებს

აქტუალური

მეცნიერებმა კალიფორნიის უნივერსიტეტიდან დაამტკიცეს, რომ სელფები ადამიანებს აბედნიერებს და მარტოსულობის გრძნობას უქარწყლებს.

იმის გამოსაკვლევად, თუ როგორ მოქმედებს სელფები ადამიანებზე, მეცნიერებს მოუწიათ მთელი რიგი ექსპერიმენტების ჩატარება. ცდების ჩატარებისას სპეციალისტებმა შესთავაზეს სუბიექტების ერთ ჯგუფს ყოველდღიურად გადაეღოთ თავისი თავის რამდენიმე სურათი, ხოლო მეორე ჯგუფი კი ვალდებული იყო უარი ეთქვა სელფებზე ერთი თვის განმავლობაში. შედეგად აღმოჩნდა, რომ ენდორფინთა დონე პირველი ჯგუფის წარმოადგენლებთან თითქმის 30%-ით აღემატებოდა მეორე ჯგუფების წევრებისას.

მეცნიერთა აზრით, სელფი ასევე თრგუნავს მარტოობის გრძნობას ადამიანებში. ბევრი ინდივიდი მუდმივად ფოსტავს თავის სურათებს სხვადასხვა სოციალურ ქსელში, რითაც თავის პერსონასთან ყურადღებას იპყრობს. ამასთან ერთად მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ ყველაფერში მთავარია ზომიერება და დიდი დამოკიდებულება სხვების აზრზე, ადამიანი მხოლოდ სავალალო შედეგამდე შეიძლება მიიყვანოს.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები