Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

2016 წლის ევროპის 10 საუკეთესო საუნივერსიტეტო ქალაქი

2016 წლის ევროპის 10 საუკეთესო საუნივერსიტეტო ქალაქი
September 16
15:11 2016

ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტები არ გამოირჩევიან მხოლოდ კარგი სწავლებითა და მასწავლებლებისთვის საინტერესო შეთავაზებებით. ეს უნივერსიტეტები ასევე მდებარეობენ ისეთ დიდ ქალაქებში, რომლებიც საინტერესოა სტუდენტებისთვის როგორც საცხოვრებლად, ისე დასათვალიერებლად.

☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼

2016 წლის Times Higher Education World University Rankings-მა გამოაქვეყნა იმ 10 ქალაქის სია, რომლებიც საუკეთესო გარემოს ქმნის უნივერსიტეტებისთვის. ისინი ადგილმდებარეობითა და კულტურული ღირებულებებით გამოირჩევა. ეს უნივერსიტეტეტები საზღვარგარეთიდან ჩასული სტუდენტებისთვის ქმნიან გარემოს, რომელიც საჭიროა როგორც სწავლისთვის, ისე ცხოვრებისა და გართობისთვის.

  • ციურიხი, შვეიცარია

Zurich, Switzerland

შვეიცარიის ფედერალური ტექნოლოგიური ინსტიტუტი არის უმსხვილესი უნივერსიტეტი. ციურიხში არსებობს  ექვსი სხვადასხვა სახის ინსტიტუტი, რომელიც საბანკო და საფინანსო ოფისებთან ერთად თავმოყრილია ერთ გლობალურ ცენტრში, რაც იდეალურია სტუდენტებისთვის. აქ ასევე არსებობს რესტორნების, კლუბებისა და ბარების უზარმაზარი სპექტრი.

  • სტოკჰოლმი, შვედეთი

Stockholm, Sweden

შვედეთში არსებობს 17 უნივერსიტეტი, აქედან ყველაზე პოპულარულია Karolinska Institute, რომელიც მეცხრე ადგილს იკავებს ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებს შორის. სტოკჰოლმი პატარა ქალაქია 14 პატარა კუნძულით ბალტიის ზღვაში.

  • მუნხენი, გერმანია

Munich, Germany

ამ სიაში მუნხენის ორი უნივერსიტეტი მოხვდა: the Technical University of Munich Ludwig Maximilian University. თუ თქვენ გსურთ მოხვდეთ საუკეთესო სტუდენტურ წვეულებაზე, მაშინ უნდა ეწვიოთ მიუნხენს, მსოფლიოში ცნობილი ოქტომბრის ფესტივალის დროს.

  • ლოზანა, შვეიცარია

Lausanne, Switzerland

The École Polytechnique Fédérale de Lausanne ევროპის 11 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის მოხვდა. იგი თავს იწონებს 250-მდე ლაბორატორიული ცენტრით, რომელიც განთავსებულია 136 ჰექტარზე ჟენევის ტბის მიმდებარედ. სტუდენტებს ლოზანაში შესაძლებლობა აქვთ ქალაქის ძველ ღირშესანიშნაობებს ესტუმრონ, ისტორიულ უბნებში მოინახულონ  მე-12 საუკუნის გოთიკურ ტაძრები და მე-19 საუკუნის რუმინების სასახლე, რომელშიც სახვითი ხელოვნებისა და მეცნიერების მუზეუმებია განთავსებული.

  • ლიოვენი, ბელგია

Leuven, Belgium

ბელგიის ლიოვენის უნივერსიტეტი 1425 წელს პაპმა მარტინ V დაარსა. იგი მსოფლიოში უძველესი კათოლიკური უნივერსიტეტია, მაგრამ სტუდენტები, რომლებიც აქ სწავლობენ, სხვადასხვა აღმსარებლობის არიან. ქალაქ ლიოვენი ლამაზია მისი უძველესი ტაძარებითა და შენობებით. ზამთარში კი ქალაქის საშობაო ბაზარი დიდი პოპულარობით სარგებლობს სტუდენტებში.

  • ჰაიდელბერგი, გერმანია

Heidelberg, Germanyჰაიდელბერგის უნივერსიტეტი უძველესი უნივერსიტეტია გერმანიაში, ამიტომ იგი ულამაზესი შუასაუკუნებიის შენობებითაა გარშმორტყმული. უნივერსიტეტის დევიზია ,,ყოველთვის ღია”.

  • ვაგენინეგენი, ნიდერლანდები

Wageningen, Netherlands

ვაგენინეგენი ყველას აძლევს შესაძლებლობას მეტი გაიგონ გარემოსდაცვით მეცნიერებებზე. Wagenengin University and Research Center მუშაობს იმაზე, რომ შექმნას ჯანსაღი საკვები და ჯანსაღი საცხოვრებელი გარემო. გარდა ამისა, ის ფლობს ცოცხალ მუსიკალურ სცენას.

  • ბერლინი, გერმანია

Berlin, Germany

Free University of Berlin და Humboldt University of Berlin უძველესი უნივერსიტეტებია, რომლებიც დღემდე პრესტიჟით სარგებლობენ. გერმანიის დედაქალაქი, ბერლინი, არაჩვეულებრივი ადგილია იმისთვის, რომ ლექციების შემდეგ ესტუმროთ ღამის კლუბებს და მოისმინოთ ტექნო მუსიკა.

  • პარიზი, საფრანგეთი

Paris, France

ÉcolePolytechnique და École Normale Supéieure ევროპის წამყვან უნივერსიტეტებად დასახელდა. მიუხედავად იმისა რომ მონმარტრმა ტურისტების რაოდენობით გადაისწრო ლა მარისს, ის სტუდენტებში მაინც პოპიულარობით სარგებლობს, თავისი ცივი ყავისა და ბარების დახმარებით.

  • ამსტერდამი, ნიდერლანდები

Amsterdam, Netherlands

ამსტერდამის უნივერსიტეტი მე_19 საუკუნის ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტად დასახელდა. იგი ყველაზე დიდია უნივერსიტეტია ნიდერლადებში. ამსტერდამში უამრავი რამეა, რაც სწავლის დროს შეგიძლიათ დაათვალიეროთ. აუცილებლად უნდა გაისეირნოთ ქალაქში ღამით, ეწვიოთ უამრავ მუზეუმს დღისით და გაერთოთ ატრაქციონებზე.

885 ნახვა
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
September 2016
M T W T F S S
« Aug   Oct »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930