ახალგაზრდებისთვის ბიზნესიდეების საგრანტო კონკურსი გამოცხადდა

კონკურსები

“ბიზნეს საკონსულტაციო ქსელი საქართველო” პროექტის „ახალგაზრდების სამეწარმეო შესაძლებლობების მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, იწყებს საგრანტო განაცხადების მიღებას.

საგრანტო განაცხადი მიიღება მხოლოდ იმ პირებისგან, რომელთაც:

  • აქვთ ბიზნეს იდეა;
  • სურთ ახალი სამეწარმეო საქმიანობის დაწყება;
  • მონაწილეობის მსურველის ასაკი არის 18 წლიდან  – 29 წლის ჩათვლით (გუნდის შემთხვევაში მისი თითოეული წევრის ასაკი ჯდება წარმოდგენილ შეზღუდვაში);
  • არ აქვს მიღებული დაფინანსება ამავე პროექტის ფარგლებში განხორცილებულ საგრანტო კონკურსში.

ბიზნეს იდეების კონკურსი მოიცავს 3 ეტაპს. (დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული ფაილი- საგრანტო განაცხადის ფორმა) კონკურსის დასკვნით ეტაპზე გამოვლინდება 3 გამარჯვებული პროექტი:

  • პირველ ადგილზე გასული პროექტი მიიღებს 7500 $-ის ეკვივალენტს ლარში;
  • მეორე ადგილზე გასული პროექტი მიიღებს 5000 $-ის ეკვივალენტს ლარში;
  • მესამე ადგილზე გასული პროექტი მიიღებს 3000 $-ის ეკვივალენტს ლარში;

 ☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

თანდართული ფორმები: საგრანტო განაცხადის ფორმა, ფინანსური ფორმა.

პროექტი დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.

აპლიკაციები მიიღება 1 სექტემბრიდან-30 სექტემბრის ჩათვლით, მეილზე m.bitsadze@economists.ge.

დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში  დაუიკავშირდით:

მობ: 595 04 08 01 – მარიამ ჯიბუტი

557 48 20 07 – მარიამ ბიწაძე

ტელ:  (+995 32) 2922839

ელ. ფოსტა: m.jibuti@economists.ge   ან m.bitsadze@economists.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები