სამაგისტრო სტიპენდიები შვეიცარიაში

გაცვლითი პროგრამები

ლოზანის უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს შვეიცარიაში, აცხადებს სასწავლო სტიპენდიებს საერთაშორისო სტუდენტებისთვის.

მიღება მიმდინარეობს სამაგისტრო პროგრამებზე 2017 წლის შემოდგომის და 2018 წლის გაზაფხულის სემესტრებისთვის.

სულ ხელმისაწვდომია 10 სტიპენდია.

სტიპენდიის მისაღებად აპლიკანტმა უნდა შეარჩიოს ლოზანის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამებისდან ერთ-ერთი.

 ☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

სწავლა შესაძლებელია შემდეგ ფაკულტეტებზე: მედიცინა, ხელოვნება და განათლება, იურისტპრუდენცია და სამართლის პროგრამები.

სტიპენდიის ოდენობა ყოველთვიურად შეადგენს 1600 შვეიცარულ ფრანკს (1460 ევრო)და გაიცემა  15 სექტემბრიდან 15 ივლისის ჩათვლით.

კანდიდატი აუცილებლად უნდა ფლობდეს ბაკალავრის ხარისხს და ინგლისურ ენას მაღალ დონეზე.

აპლიკაციების წარდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 15 დეკემბერი.

შევსებული სააპლიკაციო ფორმა უნდა გადაიგზავნოს ელფოსტაზე olivier.goumoens@unil.ch

დეტალები იხილეთ ბმულზე.

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები