Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორებმა უვადო შიმშილობა დაიწყეს

ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორებმა უვადო შიმშილობა დაიწყეს
September 22
13:41 2016

ვადა ამოწურულია – ტექნიკურ უნივერსიტეტში ორი ლექტორი დღეიდან უვადო შიმშილობას აცხადებს. ისინი მესამე ვადით არჩეული რექტორის, არჩილ ფრანგიშვილის გადადგომას ითხოვენ და აქციებს აანონსებენ.

მოშიმშილეები სასწავლებლის ადმინისტრაციის მხრიდან სტუდენტებზე ზეწოლაზეც საუბრობენ და პროცესში განათლების მინისტრის აქტიურ ჩართვას ითხოვენ.

„ამოიწურა ის ვადა, რომელიც ჩვენ მივეცით არჩილ ფრანგიშვილს იმისათვის, რომ იგი გადამდგარიყო, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია. დაიწყეს ტელეფონებზე რეკვა ჩვენს თანამოაზრეებთან მავანმა და მავანმა და ეუბნებოდნენ, რომ მათ არ მიეღოთ მონაწილეობა ამ აქციაში. გადავწყვიტეთ, რომ ისინი არ ჩაერთვებიან აქციაში 9 ოქტომბრამდე, ანუ არჩევნებამდე,“-განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა ზაალ მიქაძემ.

მოთხოვნების გათვალისწინებას არ აპირებს სასწავლებლის რექტორი და სასამართლოს გადაწყვეტილებამდე თანამდებობის დატოვებაზე უარს აცხადებს.

წყარო: რუსთავი 2

107 ნახვა
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
September 2016
M T W T F S S
« Aug   Oct »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930