Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

თსუ პირველი ქართული უნივერსიტეტია, რომელიც Times Higher Education-ის რეიტინგში მოხვდა

თსუ პირველი ქართული უნივერსიტეტია, რომელიც Times Higher Education-ის რეიტინგში მოხვდა
September 23
14:19 2016

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველი უნივერსიტეტია საქართველოდან, რომელიც თაიმსის მსოფლიოს უნივერსიტეტების რანჟირების ჩამონათვალში (Times Higher Education World University Rankings) მოხვდა.

თაიმსის რანჟირება მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულ რანჟირებათაგანია, რომელსაც საქმიანობის თორმეტწლიანი გამოცდილება გააჩნია.  2016-2017 წელს თაიმსმა მსოფლიოს 980 საუკეთესო უნივერსიტეტის ჩამონათვალი გამოაქვეყნა. ამ ჩამონათვალში თსუ 801+ ადგილს იკავებს და ერთადერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ მთელი კავკასიის რეგიონიდან. ევროპის მასშტაბით თსუ 354-ე ადგილს იკავებს და უსწრებს ისეთ უნივერსიტეტებს, როგორიცაა  კაუნასის ტექნოლოგიის უნივერსიტეტი (ლიტვა), ლონდონის სამხრეთ სანაპიროს უნივერსიტეტი და სხვა.

თსუ-მ ყველაზე დიდი შეფასება აიღო საერთაშორისო ცნობადობისა და ინდუსტრიული შემოსავლის კომპონენტში:

საერთაშორისო ცნობადობა გულისხმობს საერთაშორისო და ადგილობრივი სტუდენტებისა და საერთაშორისო და ადგილობრივი პერსონალის რაოდენობის შეფარდებას, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობას.

ინდუსტრიული შემოსავლის კომპონენტი კი – გამოგონებებისა და ინოვაციების წარმოებაში დანერგვას ქვეყნის მასშტაბით. აღსანიშნავია, რომ თანამედროვე გლობალურ აკადემიურ სივრცეში დიდი მნიშვნელობა ენიჭება უნივერსიტეტის მიერ კომერციული ბაზრის დაინტერესებას კვლევების მეშვეობით სხვადასხვა სფეროში, რაც ინსტიტუციური ხარისხის სასარგებლო მაჩვენებელია.

შეფასების კრიტერიუმი 5 ძირითად სფეროს მოიცავს:

  • სწავლება (სასწავლო გარემო): 30%
  • კვლევა (რაოდენობა, შემოსავალი და რეპუტაცია ): 30%
  • ციტირება (კვლევის გავლენა): 30%
  • საერთაშორისო ცნობადობა (პერსონალი, სტუდენტები და კვლევა): 7,5%
  • ინდუსტრიული შემოსავალი (გამოგონებებისა და ინოვაციების წარმოებაში დანერგვა) 2,5%

რანჟირების თორმეტწლიანი ისტორიის მანძილზე პირველად ლიდერი უნივერსიტეტი გახდა ოქსფორდის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი). ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რეიტინგის სათავეში კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (აშშ) იდგა.

აღსანიშნავია, რომ წელს მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირებაში საკონკურსოდ Times Higher Education-მა კვლევითი კომპონენტის შესაფასებლად  გამოიყენა უნივერსიტეტების გამოცემების რაოდენობაც.  რეიტინგში აისახა მხოლოდ ის პუბლიკაციები, რომელიც Elsevier’s Scopus-ის ბაზაში იძებნება.

მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების შეფასებისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება უნივერსიტეტის საერთაშორისო რეპუტაციას, თანამშრომლებისა და სტუდენტების რაოდენობრივ შეფარდებას,  სამეცნიერო კვლევების პროდუქტიულობას, რეფერირებად ჟურნალებში კვლვების გამოქვეყნებას, ციტირების ინდექსს და სხვა.

უნივერსიტეტების მონაცემების შეფასების გამოთვლის პროცესს ადასტურებს დამოუკიდებელი აუდიტი (Pricewaterhouse Coopers (PWC). მონაცემთა შეკრების პროცესში გარდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა, ჩართულნი არიან სტუდენტები და პროფესორები, რომლებიც ავსებენ სპეციალურ კითხვარს.

1,581 ნახვა
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
September 2016
M T W T F S S
« Aug   Oct »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930