Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

“სტუდენტური ოლიმპიადა 2016” სტარტს იღებს

“სტუდენტური ოლიმპიადა 2016” სტარტს იღებს
September 26
15:02 2016

თბილისის სტუდენტური ოლიმპიადა წარმოადგენს მასშტაბურ პროექტს, რომელსაც აქვს კონკურსის სახე და მასში მონაწილეობენ უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები. სტუდენტურ ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლებლის ყველა სტუდენტს.

პროექტის მიზნებია:

  • ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია;
  • სპორტულ ღონისძიებებში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა;
  • სტუდენტების საგანმანათლებლო და სპორტული აქტივობებისადმი ინტერესის ამაღლება;
  • ანტინარკოტიკული, მავნე ჩვევებისა და აზარტული თამაშების საწინააღმდეგო პროპაგანდა.

პირობები:

  • ყოველი უნივერსიტეტის განაცხადში დასაშვებია მხოლოდ მოცემული უმაღლესი
    სასწავლებლის სტუდენტთა შეყვანა.
  • წარმოდგენილი განაცხადი დამოწმებული უნდა იყოს უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციის მიერ და მასში მითითებული უნდა იყოს სტუდენტის სახელი, გვარი და პირადი ნომერი;
  • თითოეული უმაღლესი სასწავლებელი ვალდებულია ღონისძიების დაწყებამდე 15 წუთით ადრე წარმოადგინოს განაცხადში შეყვანილი პირების პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, სტუდენტური ბილეთი, ან უმაღლესი სასწავლებლის მიერ დამოწმებული ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
  • იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე უნივერსიტეტის გუნდში აღმოჩნდება არასტუდენტი მონაწილე, გუნდი მოიხსნება კონკურსიდან და უმაღლეს სასწავლებელს მიეცემა გაფრთხილება;
  • ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის გამეორების შემთხვევაში ორგანიზატორი უფლებას იტოვებს უმაღლესი სასწავლებელი მოხსნას შეჯიბრიდან და გაუუქმოს მას საპრიზო ადგილზე გასვლის შემთხვევაში მოპოვებული ქულები;
  • წარმოდგენილი განაცხადების სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ უმაღლეს სასწავლებლებს;

☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼

სტუდენტური ოლიმპიადის სპორტული მიმართულება შედგება შემდეგი სახეობებისაგან:

  • მინიფეხბურთი
  • ქუჩის კალათბურთი
  • მაგიდის ჩოგბურთი (გოგო/ბიჭი)
  • ფრენბურთი (გოგო/ბიჭი)
  • პეინტბოლი (შერეული)
  • ბოულინგი (შერეული)

“სტუდენტური ოლიმპიადა 2016″–ის გახსნის ცერემონია ჩატარდება 3 ოქტომბერს17:00 საათზე ახალ სპორტის სასახლეში მასშტაბური კონცერტით და დასრულდება 2016 წლის 17 ნოემბერს. 2016 წელს სტუდენტურ ოლიმპიადას ეყოლება გამარჯვებული უნივერსიტეტი.

პროექტის მთავარი ორგანიზატორია ააიპ “სამოქალაქო ინიციატივა საზოგადოების ჯანმრთელობისათვის“ და ხორციელდება ქ. თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით და პატრონაჟით. პროექტის მხარდამჭერები არიან თბილისში არსებული სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტური თვითმმართველობები.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თქვენი უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ან სტუდენტურ თვითმმართველობას ან დარეკეთ: 599890804-თაკო; 577100049-ლაშა;

360 ნახვა
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
September 2016
M T W T F S S
« Aug   Oct »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930