სწავლა სრული დაფინანსებით დიდ ბრიტანეთში

გაცვლითი პროგრამები

ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამაზე მიმდინარეობს აპლიკაციების მიღება ბრიტანეთში 2017-18 სასწავლო წელს სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის მსურველთათვის.

სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს შეუძლიათ შეარჩიონ სასურველი სასწავლო პროგრამა სასურველ უნივერსიტეტში.

იხილეთ სასწავლო პროგრამები

პროგრამა აფინანსებს სწავლას, მგზავრობის და სავიზო/საცხოვრებელი დოკუმენტაციების აღების ხარჯებს, ასევე გაიცემა ყოველთვიური სტიპენდია საცხოვრებელი ხარჯების დასაფარად.

☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼

სასტიპენდიო პროგრამაში ჩასართველად მონაწილე უნდა ფლობდეს ბაკალავრის ხარისხს, ინგლისურ ენას მაღალ დონეზე, გარკვეულ სამუშაო გამოცდილებას და სწავლის დასრულების შემდეგ უნდა დაბრუნდეს მშობლიურ ქვეყანაში.

აპლიაკციის შესავსებად გადადით ბმულზე.

აპლიკაციების შევსების დედლაინი 2016 წლის 8 ნოემბერი.

დამატებითი დეტალები იხილეთ ოფიციალურ გვერდზე.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები