ანაზღაურებადი სტაჟირება სტუდენტებისთვის

დასაქმება

ტურისტული კომპანია „გლობალ თრეველი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე.

აუცილებელი მოთხოვნები, რომელთა დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება:

  • უმაღლესი განათლება ან/და დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია ტურიზმის, ბიზნესის ან/და ტექნიკური სპეციალობების განხრით);
  • აუცილებელია რუსული და ინგლისური ენების თავისუფლად / სრულყოფილად ფლობა;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Microsoft Office: Word; Excel; PowerPoint; Outlook).

უპირატესობად ჩაითვლება:

  • სპეციალური სწავლება / ტრენინგი გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში;
    ნებისმიერი გამოცდილება გაყიდვების / მომსახურების სფეროში.

 ☼  გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

მოვალეობები:

  • მომხმარებლის მომსახურება / კონსულტირება;
  • კომპანიის პროდუქტის / მომსახურების კლიენტებისთვის შეთავაზება;
  • ტურ. პროდუქტების რეზერვაცია / რეალიზაცია;
  • საჭიროების შემთხვევაში კლიენტთა გადამისამართება შესაბამის თანამშრომელთან / სამსახურთან;
  • რეპორტინგი;
  • სპეციფიკიდან გამომდინარე სხვა მოვალეობების შესრულება.

პიროვნული თვისებები:

  • უაღრესად მნიშვნელოვანია კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება;
  • სხარტი, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
  • მომხმარებელთა მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, სწრაფი მომსახურეობა);
  • ეფექტური გაყიდვების წარმოების უნარი;
  • დეტალებზე კონცენტრირების უნარი / ემოციური წონასწორობა;
  • დროის ეფექტურად მართვის, პრიორიტეტიზაციის და სამუშაო დატვირთვის განაწილების უნარი;
  • ეფექტური მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი / გუნდის აქტიური წევრი;
  • პუნქტუალური, ინიციატივიანი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
  • სამსახურებრივი ამოცანებისა და სიახლეების მიმართ პოზიტიური და მოქნილი დამოკიდებულება;
  • გადაწყვეტილებების სწრაფად და მართებულად მიღების უნარი.

ანაზღაურება და სამუშაო პირობები:

  • 3 (სამი) თვე გამოსაცდელი ვადა (ანაზღაურებადი);
  • ანაზღაურება: ფიქსირებული (კვალიფიკაციის შესაბამისად) + ბონუსური სისტემა;
  • გამოსაცდელი ვადის შემდგომ ჯანმრთლობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევა – საფასურს მთლიანად ფარავს კომპანია;
  • გამოსაცდელი ვადის შემდგომ თანამშრომელთა კვებით უზრუნველყოფა სამუშაო დროს – საფასურს მთლიანად ფარავს კომპანია;
  • სამუშაო ადგილი: თბილისი.

საბუთების მიღება:

თუ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოგზავნეთ CV სურათით ელექტრონულ მისამართზე: cv@globaltravel.ge (სათაურის / subject ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. სურათი აუცილებელია)

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 13 ოქტომბერი, 2016 წ.

შენიშვნა: კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები