Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

სტუდენტებისთვის ბათუმში საზაფხულო სკოლა გაიმართება

სტუდენტებისთვის ბათუმში საზაფხულო სკოლა გაიმართება
October 03
13:43 2016

საგანმანათლებლო და კვლევითი ორგანიზაცია – ააიპ „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი“, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ახორციელებს საზაფხულო სკოლას სახელწოდებით – კრიტიკული აზროვნება სოციალურ მეცნიერებებში.

პროექტის სამიზნე ჯგუფებია და შესაბამისად შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აჭარის რეგიონში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების განათლების, ჰუმანიტარულ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტებს.

ლექციები გაიმართება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერისტეტში 2016 წლის 28-31 ოქტომბერს. თეორიულ კურსს გაუძღვებიან – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი და ფსიქოლოგი, თავისუფალი უნივერსიტეტის სრული პროფესორი გიორგი ნიჟარაძე.

საზაფხულო სკოლის მიზანია სტუდენტებში კრიტიკული აზროვნების განვითარება, რაც გულისხმობს სკეპტიციზმის გამომუშავებას და საკითხის კრიტიკული შეფასებისა და მასზე რეფლექსიის სტიმულირებას. ამავე დროს, საზაფხულო სკოლისა და სალექციო კურსის ორგანიზება „კრიტიკულ აზროვნებაში“, წაახალისებს სტუდენტებს თავიანთი თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისა და სოციალური რეალობის რეფორმირებისკენ.

☼  გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

თუ მსურველი აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ პირობებს, მან უნდა შეავსოს და გამოაგზავნოს ელექტრონული აპლიკაცია 2016 წლის 13 ოქტომბრის ჩათვლით.

აპლიკაციას თან უნდა ერთვოდეს ცნობა 2016-2017 სასწავლო წელს მაგისტრატურაზე სწავლის შესახებ და ესე 400-დან – 800 სიტყვამდე.

დაინტერესებულმა პირებმა ქვემოთ მოცემული ორი თემიდან უნდა შეარჩიონ ერთ-ერთი:

  1. როგორ გესმით კრიტიკული აზროვნება? რამდენად იყენებთ კრიტიკულ მიდგომებს თქვენს სპეციალობაში?
  2. მაგისტრანტს შეუძლია დაწეროს ესე ნებისმიერ საკითხზე, რომელიც მას აინტერესებს და რომელიც მეტ–ნაკლებად ეხება პროგრამაში მოცემული თემებიდან რომელიმეს.

აპლიკანტის მიერ წარმოდგენილი ესე შეფასდება 100 ქულიან სკალაზე შემდეგი 3 კრიტერიუმის მიხედვით:

  1. ინფორმირებულობა; საკითხის ცოდნა – 40 ქულა
  2. ანალიტიკური აზროვნება – 40 ქულა
  3. წერის აკადემიური სტილი – 20 ქულა

იხილეთ პროგრამა.

საზაფხულო სკოლის კოორდინატორი
ოსიკო კონცელიძე
მობ: +995 598 802 108
ელ-ფოსტა: kritikuliazrovneba16@gmail.com

415 ნახვა
Share

About Author

studinfo

studinfo

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
October 2016
M T W T F S S
« Sep   Nov »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31