Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების დასაფინანსებლად კონკურსი გამოცხადდა

მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების დასაფინანსებლად კონკურსი გამოცხადდა
October 05
15:25 2016

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2016 წლის კონკურსს.

კონკურსის მიზანია: მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული მაგისტრანტების სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაზრდის, აკადემიური დონის ამაღლებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა, ასევე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის გაუმჯობესების, სწავლის პროცესში კვლევის ინტეგრაციისა და თემატური და/ან ინტერდისციპლინური მიმართულებით კვლევითი აქტივობის განვითარების ხელშეწყობა.

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ, სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე მაგისტრანტს. გრანტის მიღების პერიოდში მაგისტრანტი უნდა იყოს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელი ან დამამთავრებლის წინა სემესტრის  სტუდენტი.

კონკურსში მონაწილე პროექტის  ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 4-10 თვე, ფონდიდან მოთხოვნილი ჯამური ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 6 000 ლარს.

პროექტის განხორციელება უნდა დაიგეგმოს 01/01/2017 – 31/12/2017 პერიოდში.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საკონკურსოდ მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გამოგზავნოთ ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: mr@rustaveli.org.ge 24 ოქტომბრის 17:00 სთ-ის ჩათვლით.

განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ უნდა წარმოადგინოთ ფონდის კანცელარიაში 2016 წლის 28 ოქტომბრის 17:00 სთ-მდე შემდეგ მისამართზე: თბილისი, ალექსიძის ქ.1, III სართული, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი (კანცელარია).

დადგენილი ვადის დარღვევით წარმოდგენილი განცხადებები საკონკურსოდ არ განიხილება. კონკურსის პირობებით დადგენილი ვადის დარღვევით წარმოდგენილი პროექტები არ განიხილება. მოთხოვნილი დოკუმენტაციის  წარმოდგენის დადგენილი წესისა და ფორმატის დარღვევის შემთხვევაში პროექტები მოიხსნება კონკურსიდან.

კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის მიმართეთ პროგრამის კოორდინატორებს:

დავით ბარათაშვილი 
ტელ: + (995 32) 2 200 220 (შიდა 41 33)
ელ-ფოსტა: baratashvili@rustaveli.org.ge

ვაჟა ლომიძე
ტელ: + (995 32) 2 200 220 (შიდა 44 04)                                                                                                         ელ-ფოსტა: lomidze@rustaveli.org.ge

დეტალურ ინფორმაციას კონკურსში მონაწილეობის წესებისა და პირობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ  ბმულზე.

212 ნახვა
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
October 2016
M T W T F S S
« Sep   Nov »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31