ამსტერდამის უნივერსიტეტის სრული სასწავლო სტიპენდია სტუდენტებისთვის

გაცვლითი პროგრამები

ამსტერდამის უნივერსიტეტის მეცნიერებათა ფაკულტეტი აცხადებს სტიპენდიებს საერთაშორისო სტუდენტებისთვის სამაგისტრო პროგრამებზე სასწავლებლად 2017-18 სასწავლო წლისთვის.

სტიპენდია შეადგენს 25 000 ევროს წლის განმავლობაში, რაც გულისხმობს სწავლის და საცხოვრებელი ხარჯების დაფინანსებას. დაფინანსების მოპოვების გახანგრძლივება შესაძლებელია მეორე სასწავლო წლისთვისაც.

იხილეთ სასწავლო პროგრამები

დაფინანსების მისაღებად აპლიკანტს უნდა ჰქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება და ფლობდეს მინიმუმ ბაკალავრის ხარისხს.

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

საჭიროა ასევე ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა რომელიც უნდა დაადასტუროთ საერთაშორისო სერტიფიკატით: TOEFL iBT – მინ. ქულა 22 თითოეულ ნაწილში ან IELTS – მინიმუმ 7.0 ქულა თითოეულ ნაწილში.

დაფინანსების მისაღებად უნდა შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა ასევე დაგჭირდებათ სამოტივაციო წერილისა და ორი რეკომენდაციის გაგზავნა შემდეგ მისამართზე master-science@uva.nl

დედლაინი 1 თებერვალი, 2017 წელი.

დამატებითი დეტალებისთვის გადადით ბმულზე.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები