Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

,,ვაპირებ ჩემი ცოდნა მთლიანად საქართველოს მოვახმარო”- სტუდენტი საქართველოს უნივერსიტეტიდან

,,ვაპირებ ჩემი ცოდნა მთლიანად საქართველოს მოვახმარო”- სტუდენტი საქართველოს უნივერსიტეტიდან
October 21
10:20 2016

მინდია გორგილაძე სქართველოს უნივერსიტეტის, ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტის, მეორე კურსის სტუდენტია. ის ერთ-ერთია, ვინც აღნიშნულ სასწავლებელში სტიპენდია მოიპოვა. ცნობილია, რომ უმაღლეს ქულებზე სწავლა აქ განსაკუთრებით რთულია. როდის დაინტერესდა მინდია ფინანსებით და როგორ მიაღწია სტიპენდიატობას, ამაზე ის ინტერვიუში გვესაუბრა.

  ☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

– მინდია, სად, როგორ, სწავლობდი სკოლაში… თავიდანვე გაინტერესებდა გამოთვლითი მეცნიერებები?
მეხუთედან მეთერმეთმეტე კლასის ჩათვლით ვსწავლობდი ქალაქ ბათუმში, სკოლა-ლიცეუმ „თაობა XXI”-ში, ხოლო მე-12 კლასი ხელვაჩაურის რაიონის სოფელ აჭარისწყლის საჯარო სკოლაში გავატარე, ვარ ოქროს მედალოსანი. დაინტერესება ჩემი ფაკულტეტის მიმართ მას შემდეგ გამიჩნდა, რაც სკოლაში ეკონომიკის სწავლა დავიწყე, საკმაოდ საინტერესო მასწავლებელი მყავდა, რამაც მათემატიკის სიყვარულთან ერთად ჯამში განაპირობა კიდეც ის, რომ სამომავლო მიზნად ფინანსისტობა დავისახე.

– თუ გაქვს მონაწილეობა მიღებული ამ სფეროსთან დაკავშირებულ რომელიმე პროექტში და როგორი იყო შედეგი?
მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად ტექნიკური საგნებით ვარ დაინტერესებული, სასკოლო ოლიმპიადებში წარმატებები მხოლოდ ჰუმინატურ დისციპლინებში მქონდა, ორჯერ გავედი საპრიზო ადგილზე აჭარის ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადაში. სტანდარტული რეჟიმის პარალელურად, ვიყავი აჭარის დებატ-კლუბის წევრიც. ვაწყობდი და ვმონაწილეობდი კარლ პოპერის ფორმატის პოლიტიკურ დებატებში. გავხდი აჭარის მასშტაბით გამართული ტურნირის საუკეთესო მეორე სპიკერი.

– უნივერსიტეტი რა კრიტერიუმებით შეარჩიე?
გამომდინარე იქიდან, რომ საკუთარ თავს კარგად ვიცნობ, მსურდა ისეთ უნივერსიტეტში ჩაბარება, სადაც მაქსიმალურად მკაცრი რეჟიმი და მაღალი ხარისხის სწავლება იქნებოდა. ხშირად მესმოდა კრიტიკა ამ უნივერსიტეტის მიმართ, მიუხედავად ამისა, დარწმუნებული კი ვიყავი, რომ ეს უბრალოდ იმ ადამიანების გამოგონილი იყო, რომელთაც ვერ შეძლეს აყოლოდნენ უნივერსიტეტის რითმს.

13332851_978592448923304_6719261099442823199_n– დადეგმილი გქონდა რომ სტიპენდიატი უნდა გამხდარიყავი თუ ეს თავისთავად მოხდა?
სტიპენდიატობა არ დამიგეგმავს. ვფიქრობდი, რომ საშუალო წლიური 81 ქულა ძალიან კარგი შედეგი იქნებოდა ჩემთვის, თუმცა პირველი სემესტრის შემდეგ გამოჩნდა, რომ უნივერსიტეტის ეს სისტემა ჩემზე კარგად იყო მორგებული და შემეძლო მეტი გამეკეთებინა. მეორე სემესტრიდან მთავარ მიზნად სწორედ ეს დავისახე და მივაღწიე კიდეც.

– ქულების გარდა, როგორია ხოლმე ლექტორების სიტყვიერი შეფასებები შენს ნაშრომებზე?
ძირითადად ჩემს შრომისმოყვარეობასა და საკითხის მიმართ დეტალურ ინტერესს უსვამენ ხაზს.

– უნივერსიტეტის გარდა, სხვა სახის განათლებას თუ იღებ ფინანსების სფეროში?
მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტით კმაყოფილი ვარ, საგნის სილაბუსით გათვალისწინებული წიგნის გარდა, ვცდილობ სხვა მასალების მოძიებას, რათა არ ჩამოვრჩე თანამედროვე ტენდენციებს და რაც შეიძლება ფართო ცოდნა მივიღო.

– დატვირთული სასწავლო რეჟიმიდან გამომდინარე, რამდენად ხარ ჩართული სტუდენტურ ცხოვრებაში?
სიმართლე გითხრათ, არ ვარ ჩართული აქტიურად სტუნდეტურ ცხოვრებაში. ეს გამოწვეულია არა დატვირთული სასწავლო რეჟიმით, არამედ ნაკლები დაინტერესებით. შემოქმედებითი მუშაობა და პრაქტიკული ანალიზი მაინტერესებს და მსგავსი ტიპის პროექტის შემთხვევაში აუცილებლად მივიღებ მასში მონაწილეობას.

– რა არის შენი მიზანი, რომელსაც გინდა ამ სფეროში მიაღწიო?
ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ, მაგისტრატურის გაგრძელება უცხოეთში მსურს, თუმცა ვაპირებ ჩემი ცოდნა მთლიანად საქართველოს მოვახმარო.

 

ავტორი: ნათია ზარიძე

175 ნახვა
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
October 2016
M T W T F S S
« Sep   Nov »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31