Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

სტუდენტები სტუდენტური პირადობის მოწმობის მიღებას შეღავათიან ფასად შეძლებენ

სტუდენტები სტუდენტური პირადობის მოწმობის მიღებას შეღავათიან ფასად შეძლებენ
October 23
13:49 2016

სტუდენტური პირადობის მოწმობის მიღება ან ელექტრონულ პირადობის მოწმობაზე სტუდენტის სტატუსის დატანა და შესაბამისი შეღავათებით სარგებლობა შეუძლიათ იმ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე.

 ☼ გსურს რუსული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და რომელთა სტატუსის გადამოწმება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ბაზის მეშვეობით, პირადობის ელექტრონული მოწმობის აღნიშნული სტატუსით პირველად აღების შემთხვევაში თავისუფლდებიან განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდისაგან 10 ლარით, ხოლო ფოტოსურათის საფასურის გადახდისაგან – სრულად; სტუდენტები, სტუდენტური მონაცემით პირადობის ელექტრონული მოწმობის განმეორებით მიღების დროს ისარგებლებენ 10%-იანი ფასდაკლებით.

სტუდენტური პირადობის მოწმობის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ საზოგადოებრივ ცენტრს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, ან იუსტიციის სახლს.

,,ერთ-ერთი მიზეზი რატომაც სტუდენტური პირადობის მოწმობა ავიღე, არის ის, რომ საქართველოს რკინიგზაში ასეთი ID ბარათის ქონის შემთხვევაში 50%-იანი ფასდაკლებით ვსარგებლობ. ზაფხულში თბილისი-ბათუმის მიმართულებით  24 ლარის ნაცვალდ 12 ლარი გადავიხადე”,- აღნიშნა ერთ-ერთმა სტუდენტმა ნინი სირაძემ.

დანართში მოცემულია ყველა ის შეღავათი, რითაც სტუდენტები სტუდენტური ID ბარათით ისარგებლებენ.

დანართი

4,615 ნახვა
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
October 2016
M T W T F S S
« Sep   Nov »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31