Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

9 შეცდომა, რომლებსაც სამუშაო დღის პირველ 10 წუთში უშვებთ

9 შეცდომა, რომლებსაც სამუშაო დღის პირველ 10 წუთში უშვებთ
November 07
14:22 2016

სამუშაო დღის პირველი რამდენიმე წუთი გადამწყვეტია, რადგან მთელი დღის განმავლობაში ძალების გადანაწილება და დროის დაგეგმვა უნდა მოახერხოთ. კვლევები აჩვენებს, რომ არსებობს 9 შეცდომა, რომლებსაც ადამიანები სამუშაო დღის პირველ 10 წუთში უშვებენ. თუ ამ შეცდომებს თავიდან აიცილებთ წარმატებული სამუშაო დღე გექნებათ.

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

პირველი არასწორი ნაბიჯი იმ ადამიანებს ეხებათ, რომლებიც სამსახურში ხშირად აგვიანებენ. ასეთი თანამშრომლის ავტორიტეტი საკმაოდ დაბალია და შესაბამისად ყველა უპასიხისმგებლოდ მიიჩნევს. ეცადეთ, არასდროს დააგვიანოთ და თანამშრომლების, მითუმეტეს უფროსის, კეთილგანწყობა დაიმსახუროთ.

jpg

არ აქვს მნიშვნელობა რომელ თანამდებობას იკავებთ პრესტიჟულს თუ არაპრესტიჟულს, მაღალს თუ დაბალს, სამსახურში მისვლისას აუცილებლად თავაზიანად მიესალმეთ თანამშრომლებს. თუ ამას არ აკეთებთ, სხვები ისე შემოგხედავთ როგორც უკულტურო და ამპარტავან ადამიანს, ეს კი კოლეგიალურ გარემოს ნამდვილად არ ქმნის.

jpg (1)

თუ სახლში ყავის დალევა ვერ მოასწარით, სამუშაო დღის პირველ 10 წუთში ეცადეთ ეს მოახერხოთ. თქვენი სხეული დილით მოდუნებულია და ყავა მას გამოაცოცხლებს, შესაბამისად მეტად პროდუქტიულები გახდებით.

jpg (2)

აუცილებლად უნდა შეამოწმოთ მეილი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა შეტყობინებას ერთდროულად და სასწრაფოდ უნდა უპასუხოთ. უნდა განსაზღვროთ პრიორიტეტული შეტყობინებები და თანმივდევრულად, ინტერვალით, მშვიდად გასცეთ მათ პასუხები.

jpg (3)

არ დაიწყოთ სამუშაო დღე განრიგის შედგენის გარეშე. დილით თქვენი ტვინი ყველაზე პროდუქტიულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდის მანძილზე შესრულებული საქმე ნაყოფიერია. დღის მანძილზე დაგეგმილი აქტივობების აღნიშვნა დაგეხმარებათ ორგანიზაციულად აწარმოოთ ისინი და არ გამოგრჩეთ რაიმე. მსგავსი ცხრილი დაგეხმარებათ დროის მენეჯმენტშიც.

jpg (4)

თავიდანვე ნუ შეეჭიდებით რთულ საქმეს, დაიწყეთ დღე მარტივი ამოცანების შესრულებით და თანდათან გადადით სირთულეებზე.

jpg (5)

დილით თქვენმა ენერგიულობამ შეიძლება შეცდომაში შეგიყვანოთ და გაფიქრებინოთ, რომ რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთბა შეგიძლიათ, თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ ამან შეიძლება ავნოს თქვენს პროფესიონალიზმს. ყოველთვის ჯობია ერთ საქმზე კონცენტრირდეთ და ის გააკეთოთ სრულყოფილად.

jpg (6)

არასდროს იფიქროთ ნეგატიურზე. ბევრვმა საქმემ და მოსალოდნელმა დაღლილობამ სამუშაო დღის პირველ 10 წუთში განწყობა არ უნდა გაგიფუჭოთ, ეს დააქვეითებს თქვენს შრომითუნარიანობას. დაარწმუნეთ თავი საკუთარ შესაძლებლობებში.

jpg (7)

მიუხედავად იმისა, რომ დილით ყველაზე ენერგიულები ხართ, არ გირჩევთ შეხვედრების დღის პირველ ნახევარში ჩატარებას. ჯობია ისინი შუადღისკენ დაგეგმოთ, რადგან თანამშრომლები საკუთარი მნიშვნელოვანი საქმიეების მოგვარების შემდეგ მეტად გულდასხმით მოგისმენენ. 

jpg (8)

1,229 ნახვა
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
November 2016
M T W T F S S
« Oct   Dec »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930