Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

,,აუდიტორია 115”-ის წევრები მე-6 კორპუსის დატოვებას არ აპირებენ

,,აუდიტორია 115”-ის წევრები მე-6 კორპუსის დატოვებას არ აპირებენ
November 25
16:27 2016

 

დილიდან დაძაბული გარემოა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდა. ,,აუდიტორია 115″-ის წევრებმა თავდაპირველად უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსის ბლოკირება მოახდინეს შემდეგ კი საარჩევნო პროცესის ჩაშლა სცადეს. რამდენიმე საათის განმავლობაში თსუ-ში საარჩევნო პროცესი შეწყვეტილი იყო.

ამ ეტაპზე, თსუ-ში საპროტესტო აქცია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, სტუდენტები ამ დრომდე იმყოფებიან თსუ-ის პირველ და მეორე კორპუსებში, სადაც საარჩევნო უბნები დახურულია. რაც შეეხება მე-6 კორპუსს, მის დატოვებას მანამდე არ აპირებენ, სანამ გიორგი კვირიკაშვილი, წინა დემონსტრაციების დროს, დაპირებულ ცვლილებებს არ განახორციელებს.

თუ 18:00 საათის შემდეგ, მიღებული ხმების საფუძველზე, არჩევნების შედეგი ლეგიტიმურად გამოცხადდება, აქციის მონაწილეები მასობრივ დაუმორჩილებლობას აანონსებენ.

მიუხედავად ორ მხარეს შორის არსებული დაძაბულობისა და მცირე პროოკაციული ფაქტებისა, თვითმმართველობის კანდიდატებსა და ,,აუდიტორია 115”-ის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება არ მომხდარა.

  ☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

გარდა ამ ორი დაპირისპირებული ჯგუფისა, არსებობენ ნეიტრალურად განწყობილი სტუდენტები, რომლებიც პროტესტის გამოხატულების ამ ფორმას არ ეთანხმებიან, თუმცა ემხრობიან ,,აუდიტორია 115”-ის მოთხოვნებს. მათი აზრით, სასწავლო პროცესის ჩაშლა საჭიროებას არ წარმოადგენდა.

რაც შეეხება პროფესორებს, ისინი თვლიან, რომ სტუდენტებს აქვთ გამოხატვის თავისუფლება, თუმცა ასეთ ფორმა უკიდურესია. მათი აზრით, რეალური შედეგები მოლაპარაკების გზით მიიღწევა.

თსუ-ის თვითმმართველობის არჩევნები „აუდიტორია 115“-ის პროტესტის ფონზე ჩატარდება

თსუ–ში თვითმმართველობის არჩევნები დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს

,,სტუდენტთა ამგვარი საქციელი უკეთეს შედეგს ვერ მოიტანს”- ალექსანდრე ჯეჯელავა

თსუ-ში თვითმმართველობის არჩევნები შეწყვეტილია

 

106 ნახვა
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
November 2016
M T W T F S S
« Oct   Dec »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930