Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

21 წლის ჯარისკაცის დღიური, რომელმაც 21-ე საუკუნის მსოფლიო აალაპარაკა

21 წლის ჯარისკაცის დღიური, რომელმაც 21-ე საუკუნის მსოფლიო აალაპარაკა
November 29
14:00 2016

 

ომი სისასტიკის უკიდურესი გამოხატულებაა და იგი უამრავი ადამიანის სიცოცხლეს იწირავს. თუ მსოფლიო ომების შედეგებს გადავხედავთ, დავინახავთ რომ სამყაროს იმ პერიოდში დიდი კულტურული, პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ვარდნა ჰქონდა. ეპოქამ, მსოფლიომ ომების შედეგად, დაკარგა ათასობით ნიჭიერი თუ გენიოსი ადამიანის სიცოცხლე. არავინ იცის, რა კულტურული თუ ტექნოლოგიური მიღწევების წინ ვიდგებოდით ახლა ამ ადამიანის წყალობით.

თუმცა არა ერთი დასტური არსებობს იმისა, რომ ნიჭიერება უკველოდ არ ქრება. ერთ-ერთ მაგალითს მეორე მსოფლიო ომის ჯარისკაცის, 21 წლის ვიქტორ ლანდის, ჩანახატები წარმოადგენს, რომელსაც ომის დროს დღიურის სახით აწარმოებდა და რომელიც დღეს დოკუმენტურ ესკიზს წარმოადგენს.

 ☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼ 

VictorLundyairraid618 VictorLundyatlanticwall612

ლანდი არქიტექტურაზე სწავლობდა, როცა ჩაირიცხა არმიის სპეციალურ სასწავლო პროგრამაში. 1944 წელს საბრძოლო ხაზზე საჭირო გახდა დამატებითი არმიის შეყვანა, რაც ვიქტორის ომში მოხვედრას გულისხმობდა. მის გარშემო არსებულ შოკის მომგვრელ მოვლენებს მის შემოქმედებით აზროვნებაზე გავლენა არ მოუხდენია.

VictorLundybourg VictorLundygermanpatrol617 (1) VictorLundyhirshberg

ვიქტორი იხსენებდა რომ საბრძოლო ტრენინგებზე მას არ შეეძლო ლექციების მოსმენა და იგი ჩანახატების კეთებით იყო დაკავებული. ამ დროის განმავლობაში ის თან ატარებდა პატარა წიგნაკს, რომელშიც ასახავდა საბრძოლო მოქმედებებს საფრანგეთის წინა ხაზიდან, ასევე ჯარისკაცების ყოველდღიურ ყოფასა და ომის შედეგებს.

VictorLundyhomesweethome613 VictorLundypromenadedeck638 VictorLundyroastchicken614

ვიქტორისთვის ხატვა აზროვნების სინონიმს წარმოადგენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ჩანახატები არის ერთი ჯარისკაცის საბრძოლო გამოცდილება ფრონტის ხაზიდან. შეიძლება ითქვას, რომ ეს დღიური არა მხოლოდ ისტორიულ დოკუმენტს წარმოადგენს, არამედ ხელოვნების ნიმუშიცაა.

VictorLundyshootingscraps615 VictorLundysunday44 VictorLundytedlynn VictorLundylundy

ომის შემდეგ მან გააგრძელა არქიტექტურის მიმართულებით მუშაობა. ამერიკის მოდერნისტი არქიტექტორი არაერთი სკულპტურული ნამუშევრის ავტორია. ყველა ნაგებობას მისი ხელწერა ეტყობა.

იხილეთ ორიგინალი

451 ნახვა
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
November 2016
M T W T F S S
« Oct   Dec »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930