10 ტვინის საჭყლეტი სერიალი, რომლებსაც ვერ მოწყდებით

თავისუფალი დრო

21-ე საუკუნეში რთულია ადამიანების გაოცება და მათთვის რაღაც განსაკუთრებულის შეთავაზება. მართალია უკანასკნელ პერიოდში გადაღებული ფილმების უმრავლესობა, ტექნიკურად თუ შინაარსით, ერთმანეთს გავს, თუმცა adme.ru-მ შემოგვთავაზა სრულიად განსხვავებული სერიალები – 10 ტვინის საჭყლეტი სერიალი,რომლებსაც ვერ მოწყდებით. მათი შინაარსი, სიუჟეტის განვითარება და მსახიობების პროფესიონალური თამაში ამაში დაგარწმუნებთ.

☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼

Carnivàle – კარნავალი

სერიალი ეხება ბენ ჰოკინსს, რომელიც თავშესაფარს პოულობს ცირკში, სახელწოდებით ,,კარნავალი”. აქ შეხვდებით მკითხავებს, აკრობატებს, ცირკის ხელოვნების ოსტატებს. მათს მძიმე, ინტრიგებით სავსე და საინტერესო ცხოვრების დეტალებს მძაფრი სიუჟეტისა და დრამატული ელემეტების დახმარებით შეიცნობთ.

18513415-tumblr_nli2ien0gu1u4fo2vo1_1280-1477626411-650-f1a7368e10-1477979740

Wild Palms – ველური პალმები

სიუჟეტი 2007 წლის ლოს-ანჟელესში მიმდინარეობს. ჰარი უიკოფი ტელევიზიაში მუშაობს, რისი საშუალებითაც უნდა შეიჭრას ამერიკელების სახლებში და მთელ მსოფლიოში შექმნას ვირტუალური რეალობა. მიუხედავად იმისა, რომ ჰარის წარმატებული კარიერა, სიმდიდრე და ძალაუფლება აქვს, საქმეს იჭერს საეჭვო პირებთან, ეხვევა ინტრიგებში და იყენებს ნარკოტიკებს, რომლებიც მის ქვეცნობიერს რადიკალურად ცვლის.

18512865-Luchshie-filmyi-v-retsenziyah-Dikie-palmyi-Wild-Palms-1993-mini-serial-1-1477636000-650-1b085839b6-1477979740

Humans – ადამიანები

სერიალი პარალელურ სამყაროში ვითარდება, სადაც მაღალტექნოლოგიური რობოტი ადამიანებს ემსახურება. ერთ-ერთი ასეთი ,,ტექნიკური მუშაკი” ხვდება მოსამსახურედ გარეუბანში. ცოტა ხანში ყველა ხვდება რომ ,,მანქანასთან” ცხოვრება ტრაგიკულ შედეგებს იწვევს.

18512965-landscape-humans-season-1-episode-7-1477879339-650-32e9147584-1477979740

Fringe – ზღვარზე

ოლივია დანჰემი ფედერალური ბიუროს აგენტია, მისი მოვალეობაა ითანამშრომლოს სამეცნიერო შემთხვევებზე. ყველა სერიალში ახალ ინტრიგას შეხვდებით, ახალ დანაშაულს გახსნით და წვრილმანებზე დაკვირვებით ბევრ დანაშაულს ,,ახდით ფარდას”.

18513265-14583771220_29b0f_47429726_orig-1477642017-650-73cf4c7703-1477979740

Sense 8 – მერვე გრძნობა

სერიალი საკულტო ტრილოგიაა. შინაარსი უჩვეულო, დამაინტრიგებელი და ჩახლართულია. ადამიანები ერთმანეთ გონებით უკავშირდებიან, სხვები კი ამგვარ ქმედებაში საფრთხეს ხედავენ და მათ წინააღმდეგ ბრძოლას იწყებენ.

18512615-960-1477877503-650-ad36389d84-1477979740

11.22.63

სერიალის სათაური უკვე საინტერესოა, მარტო იმიტომ მოგინდებათ მისი ყურება, რომ გაიგოთ რას ნიშნავს ეს ციფრები. მისტიკური სიუჟეტი, ფანტასტიკისა და შიშის შემცველი ელემენტები სერიალს საინტერესოს ხდისს.18513115-Episodes-Slider_001-1477627549-650-73cf4c7703-1477979740

 

The Booth at the End – კაბინა დასასრულს

ფსიქოლოგიური თრილერი, რომელიც მოგვითხრობს საიდუმლო ადამიანზე, რომელიც ზის მაგიდასთან კუთხეში, სასადილოში, და რომელიც ხალხს ეხმარება, საჭიროების შესაბამისად. სასოწარკვეთილი მამა, ავადმყოფი ბავშვი, ქალი, რომელსაც სურს იყოს ლამაზი, შთაგონების მეძებარი მხატვარი, ყველა მასთნ მიდის. მას შეუძლია შეასრულოს ნებისმიერი სურვილი, მაგრამ გარკვეული საფასურის სანაცვლოდ.

18512715-AS3v1gU-1477627743-650-99035adcf9-1477979740

Orphan Black – მზრუნველობა მოკლებულნი

სარა ობოლია, არასდროს იცოდა მშობლებისა და ახლობლების სიყვარული და მზრუნველობა. ყოველთვის ფიქრობდა, რომ ცხოვრებას აზრი არ ქონდა, თუმცა ყველაფერი შეიცვლება, როცა აღმოაჩენს როგორ იკლავს თავს მისი მსაგვსი გარეგნობის მქონე გოგონა. მისი ცხოვრება უცნაურად იცვლება.

18512915-Lepore-History-Lurking-Behind-Orphan-Black-1200-1477878337-650-3027d7ccdb-1477979740

Wayward Pines – თავნება ფიჭვები

ეთან ბურკი საიდუმლო სამსახურის აგენტია, რომელიც ფედერალური ბიუროს ორი დაკარგული აგენტის პოვნას ცდილობს. უამრავი დაბრკოლება, ძველი ქალაქის აღმოჩენა, იმედგაცრუება და თავგადასავლები სერიალის პერსონაჟის თანმდევი ელემენტებია.

18512765-Sosni-2-sezon-1477875476-650-bffb456806-1477979740

The Leftovers – ნარჩენები

გლობალური მოსახლეობის 2 პროცენტი მოულოდნელად უჩინარდება, დანარჩენი მოსახლეობა კი განაგრძობს ჩვეულებრივ ცხოვრებას, თუმცა უკვირთ ბუნების ეს უცნაური მოვლენა. გაუჩინარებული ადამიანები ცდილობენ სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძოლონ და თან ახსნან ამ მოვლენის მიზეზები.

18512515-06c4af818097027b6756cd71243d1b5d-1477628079-650-932d832beb-1477979740

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები