Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ჰოლანდიის სასტიპენდიო პროგრამა სტუდენტებისა და აბიტურიენტებისთვის

ჰოლანდიის სასტიპენდიო პროგრამა სტუდენტებისა და აბიტურიენტებისთვის
December 12
15:09 2016

 

HAN Excellence და ჰოლანდიის მთავრობა ერთობლივად თავაზობენ საერთაშორისო აბიტურიენტებსა და სტუდენტებს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის სტიპენდიებს საბაკალავრო პროგრამებზე.

 ☼  გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საბუთები, მაგ:

  • TOEFL iBT – ქულა უნდა იყოს 79 ან უფრო მაღალი;
  • IELTS – 6.0 ან უფრო მაღალი;
  • კემბრიჯის სერტიფიკატი Advanced English (CAE);
  • ან ინგლისური ენის კემბრიჯის სერტიფიკატი CPE.

სტიპენდია შეადგენს ყოველწლიურ ჯილდოს 2,500 ევროს ოდენობით მაქსიმუმ 4 წლის ვადით, თუმცა იმ პირობით, რომ თქვენ იქნებით აქტიური და წარმატებული სტუდენტი და მინიმუმ 75% საკრედიტო ქულას დააგროვებთ სწავლის პროცესში.

კოლეჯის მისაღები მოთხოვნა:

  • საშუალო განათლების დამადასტუერები სერტიფიკატი (ატესტატი);
  • მე-4 დონის დიპლომი ჰოლანდიური MBO კოლეჯის;
  • საერთაშორისო ბაკალავრიატის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

2017 წლის 1-ლ აპრილს ქვემოთ მითითებულ ბმულზე დაიდება სააპლიკაციო ფორმა, რომელიც უნდა შეავსოთ 1-ლ მაისამდე.

გარდა სააპლიკაციო ფორმის შევსებისა თქვენ უნდა გააგზავნოთ:

  • სამოტივაციო წერილი, რომელშიც უნდა ახსნათ – რატომ იქნება წარმატებული თქვენთვის რომ გახდეთ HAN-ის სტუდენტი;
  • მაქსიმუმ 3 წუთიანი ვიდეო, რომელშიც თქვენ უპასუხებთ შემდეგ კითხვებს:
    ა) აღწერეთ საკუთარ თავი და ის ადგილი, სადაც ცხოვრობთ;
    ბ) რას იტყოდნენ თქვენზე თქვენი მასწავლებლები დ ამეგობრები?
    გ) გვითხარით რომელი სასწავლო პროგრამა აარჩიეთ HAN-ში და რატომ?
    დ) თუ მოგიწევდათ გუნდური მუშაობა, გამომდინარე თქვენი პიროვნებიბდან დ აგამოცდილებიდან რა როლი გექნებოდათ და რატომ?
    ე) როგორია თქვენი კარიერული ამბიციები, რას გააკეთებდით და სად იქნებოდით ათი წლის შემდეგ?
  • თქვენი ავტობიოგრაფია (CV).

დამატებით ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.

473 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
December 2016
M T W T F S S
« Nov   Jan »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031