Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

,,აუდიტორია 115”-მა პარლამენტის მიერ შემოთავაზებულ კითხვარზე მუშაობა დაასრულა და დოკუმენტი კომიტეტს გაუგზავნა

,,აუდიტორია 115”-მა პარლამენტის მიერ შემოთავაზებულ კითხვარზე მუშაობა დაასრულა და დოკუმენტი კომიტეტს გაუგზავნა
December 16
10:23 2016

 

,,აუდიტორია 115”-მა საქართველოს პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის მიერ შემოთავაზებულ კითხვარზე მუშაობა დაასრულა და მომზადებული დოკუმენტი კომიტეტს გაუგზავნა.

სტუდენტების თქმით, საერთაშორისო გამოცდილების შესწავლამ ცხადყო, რომ, პრაქტიკულად, ყველა წამყვან უნივერსიტეტში, სტუდენტების საუნივერსიტეტო მართვის პროცესში მონაწილეობა უზრუნველყოფილია არჩევის პირდაპირი წესით.

 ☼  გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

,,აუდიტორია 115”-ში ამბობენ, რომ დოკუმენტზე მუშაობამ, კიდევ ერთხელ დაადასტურა ფაქტი, რომ იშვიათი გამონაკლისის გარდა, პრაქტიკულად, არცერთ ქვეყანაში არ გვხვდება შემთხვევა, როდესაც უმაღლესი კანონმდებლობით რეგულირდება რომელიმე სტუდენტური ორგანიზაციისა თუ ჯგუფის არსებობა.

,,უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანას ,,აუდიტორია 115” რამდენიმე თვეა ითხოვს. მასშტაბური აქციებისა და განათლების მაშინდელ და ამჟამინდელ მინისტრებთან მოლაპარაკებების მიუხედავად კანონში ცვლილებები ამ  დრომდე არ შესულა.

მიმდინარე თვეში განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში კომიტეტის სხდომაზე როგორც ,,აუდიყორია 115”-ის წევრებს, ასევე თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა. მათ მარიამ ჯაშმა 12 კითხვიანი დოკუმენტი გადასცა, რომელზეც მუშაობის დასასრულებლად ორკვირიანი ვადა მისცა.

მოამზადა: ქეთი გიგოლაშვილმა

141 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
December 2016
M T W T F S S
« Nov   Jan »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031