Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

,,მეზობლებისთვის შესვლა აკრძალულია” – ყველაზე ცუდი საშობაო ფილმები

,,მეზობლებისთვის შესვლა აკრძალულია” – ყველაზე ცუდი საშობაო ფილმები
December 25
12:17 2016

თითქმის ყველას აქვს საყვარელი სადღესასწაულო ფილმი, რომელსაც ყოველ ახალ წელს უყურებს, ვთქვათ, როგორებიცაა ,,ეს მშვენიერი ცხოვრება”, თანამედროვე საშობაო კომედიები და სათავგადასავლო ფილმები. მაგრამ არსებობს სადღესასწაულო ფილმები, რომლებიც www.rottentomatoes.com-ზე ბევრის უკმაყოფილებას იწვევს და საკმაოდ დააბალი შეფასებები აქვთ. ნახეთ ეს ფილმები და შეაფასეთ, თქვენც გიტოვებთ თუ არა ისინი მსგავს განცდას?

 ☼ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

,,ბავშვები უყურადღებოდ” – ფილმი მოგვითხრობს 5 ბავშვის თავგადასავალს. ისინი აიროპორტში ქარბუქის, დიდთოვლობის გამო გაიჭედებიან ჩვენ ვიხილავთ თუ როგორ დაუპირისპირდება ეს 5 პატარა ადამიანი აიროპორტის დაცვას და როგორ მიაღწევენ სასურველ მიზანს.

unaccompanied-minors-2006-31 (1)

,,ოთხი შობა” – შეყვარებული წყვილი, ბრედი და ქეითი, ცდილობს შობას მშობლებთან ერთად შეხვდნენ, მაგრამ მდგომარეობას ის ართულებს, რომ ორივეს მშობლები განქორწილებულები არიან, ამიტომაც მათ ერთ დღეში უნდა მოასწრონ ოთხ სხვადასხვა ადგილას მისვლა.

four-christmases-2008-25

,,შობას სახლში ვიქნები” – ჯეკ უილინსონს, ეგოისტურ, ჭკუამახვილ და მოხერხებულ კოლეჯის სტუდენტს რთული საქმე ელის წინ – მან უნდა მოასწროს სახლში მისვლა საშობაო ვახშამზე, ან დაკარგოს ახალი პორშე, რომელიც მას მამამ დაპირდა. თუმცა, როდესაც ვახშამამდე რამოდენიმე საათი რჩება, ჯეკს უდაბნოში გაეღვიძება, ფულის და იმედების გარეშე სანტა-კლაუსის კოსტუმში!

ill-be-home-for-christmas-1998-23

,,ფრედ კლაუსი სანტას ძმა” – ფრედ კლაუსი სანტას უფროსი ძმაა. იგი ციხის თავიდან აცილების მიზნით გადაწყვიტავს ჩრდილოეთ პოლუსზე გადასვლას, სადაც მას შობის გატაცება მოაფიქრდება.

fred-claus-2007-21

,,ჯეკ ფროსტი” – ჯეკ ფროსტი მოგზაურობის გამო თავის შვილის ნახვას ვერ ახერხებს ხშირად. ჯეკის გარდაცვალების შემდეგ, ბედისწერა მას მისცემს შანსს, რომ დაბრუნდეს თოვლის კაცის სახით.

jack-frost-1998-20

,,საშობაო საჩუქარი” – ჰოვარდ ლენგსტონი მატრასების კომპანიაში გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობს. მის შვილს იგი იმედს გაუცრუებს, როდესაც მის ,,კარატეს წარმოდგენას” გააცდენს. ამჯერად იგი შეპირებულია, რომ საშობაოდ საყვარელი სუპერ-გმირის, ტურბო-მენის სათამაშოს აჩუქებს. საუბედუროდ შობის წინა დღეს ჰოვარდი აღმოაჩენს, რომ ყველა ეს სათამაშო უკვე გაყიდულია, რის გამოც იგი იძულებული ხდება მთელ ქალაქში რამენაირად მოძებნოს შვილისთვის დაპირებული საჩუქარი.

jingle-all-the-way-1997-17

,,იდიალური შობა” – ნენსი მრავალშვილიანი დედაა, რომელიც სამი წელია უკვე რაც ქმარს დაშორდა. ის გადაყოლილია ბავშვებს და საკუთარი თავისთვის არ სცალია. შობის წინ ნენსი გადაწყვეტს ბავშვებთან ერთად შეხვდეს სანტა კლაუსს, მაგრამ მან არ იცის, რომ მისმა უმცროსმა ქალიშვილმა გადაწყვიტა სანტას თხოვოს დედიკოს ბედნიერება.

the-perfect-holiday-2007-16

,,შობის გადატანა” – მდიდარი მარტოხელა ბიჭი ქირაობს მთელ ოჯახს შობის გადასატანად. თუმცა ყველაფერი სხვაგვარად მოხდება.

surviving-christmas-2004-7

,,მეზობლებისთვის შესვლა აკრძალულია” – პატარა ამერიკულ ქალაქში შობის წინა დღეებში გამოცხადებულია სამხედრო მდგომარეობა. ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა გადაწყვიტა თავისი სახლი ილუმინაციით მოერთო, რის ნახვა კოსმოსიდანაც კი შეიძლებოედა. ეს არ მოეწონათ თანამოქლაქელებს და განსაკუთრებით მის უახლოეს მეზობელს.

deck-the-halls-2006-6

,,შობა უიღბლოებთან ერთად” – ლიუტერს და მის ცოლს ნორას შობამ საკმაოდ თავი მოაბეზრა. მთელი ეს სირბილი, ნაძვები, საჩუქრები და ფოირვერკები მათთვის დამღლელია. ამ წელს ცოლ-ქმარმა გადაწყვიტა დაივიწყოს ეს დღესასწაული და კარიბის კუნძულებზე წავიდნენ დასასვენებლად. მაგრამ შობის დღესასწაულისგან გაქცევა არც ისე ადვილი აღმოჩნდა, როგორც მათ ეგონათ.

christmas-with-the-kranks-2004-5

279 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
December 2016
M T W T F S S
« Nov   Jan »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031