ედინბურგის უნივერსიტეტის სასტიპენდიო პროგრამა სტუდენტებისთვის

გაცვლითი პროგრამები

 

ედინბურგის უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს სამაგისტრო პროგრამაზე სტიპენდიებს. ეს ჯილდო ღიაა ყველა საერთაშორისო სტუდენტისთვის, რომლებსაც სურთ მაგისტრის ხარისხის მიღება.

სტიპენდიები უზრუნველყოფს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, რომელიც ხელს შეუწყობს სტუდენტებს განავითარონ აუცილებელი უნარები, რათა შეძლონ ისეთ სფეროებში გარკვევა, როგორებიცაა სწავლება, საჯარო ჩართულობა, მეწარმეობა, მონაცემთა მეცნიერება და კვლევა.

 ☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼ 

აპლიკანტმა უნდა მიიღოს საუნივერსიტეტო ინგლისური ენის ტესტირებაში მინიმალური ქულა, თუმცა განმცხადებლებს IELTS-ში უნდა ჰქონდეს დაგროვებული მინიმუმ 7.0 ქულა.

უნივერსიტეტი უზრუნველყოფს წლიური გადასახადის დაფინანსებას 14 500 ევროს ოდენობით. სტიპენდია გაიცემა 3 წლის განმავლობაში.

სრულად დაფინანსებული სტუდენტები ვერ მიიღებენ სწავლის პროცესში დაწესებულ სასტიპენდიო ჯილდოებს, თუმცა შესაძლებლობა ექნებათ მოიპოვონ ნაწილობრივი ჯილდო, როგორიცაა ედინბურგის გლობალური კვლევების სტიპენდია.

სასტიპენდიო პროგრამაში ჩართვა ხდება სააპლიკაციო ფორმის შევსებით.  განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 1-ლი თებერვალი.

დეტალური ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამისა და სააპლიკაცო ფორმის შესახებ იხილეთ ბმულზე.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები