ოქსფორდის უნივერსიტეტის სასტიპენდიო პროგრამა საქართველოს სტუდენტებისთვის

გაცვლითი პროგრამები

 

ოქსფორდის უნივერსიტეტი სთავაზობს ,,Reach Oxford Scholarship”-ს იმ სტუდენტებს, რომლებიც 2017-2018 წლებში სამაგისტრო პროგრამებზე აპირებენ სწავლის გაგრძელებას. სტიპენდიის მოპოვება შეუძლიათ იმ სტუდენტებს, რომლებიც დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში ცხოვრობენ და რომლებსაც პოლიტიკური თუ ფინანსური მიზეზების, ან შესაფერისი საგანმანათლებლო დაწესებულებების არ არსებობის გამო არ შეუძლიათ მაგისტრის ხარისხის მიღება საკუთარ ქვეყანაში. ასეთი ქვეყნების სიაში საქართველოც მოხვდა.

 ☼  გსურს სამაგისტრო/საგრანტო გამოცდისთვის მომზადება? გაეცანი პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე☼  

სტიპენდიები ხელმისაწვდომია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის, გარდა მედიცინისა.

სასტიპენდიო პროგრამა მოიცავს სწავლის, კოლეჯისა და  საცხოვრებელ ხარჯებს, ასევე ერთ საჰაერო მგზავრობას წელიწადში, ქვეყანაში დაბრუნების მიზნით.

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 2017 წლის 15 თებერვალი.

დეტალური ინფორმაცია წარსადგენი საბუთებისა და სარეგისტრაციო ფორმის შესახებ იხილეთ ბმულზე.

შეგიძლიათ გამოიყენოთ ოქსფორდის უნივერსიტეტის სასტიპენდიო პროგრამების ოფიციალური ვებ-გვერდის ვიდეოგიდი:

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები