Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

,,არ არის საჭირო, რომ ყოველთვის ყველაფერი ისე გააკეთო, როგორც გეუბნებიან”

,,არ არის საჭირო, რომ ყოველთვის ყველაფერი ისე გააკეთო, როგორც გეუბნებიან”
January 17
11:23 2017

 

ჯოან როულინგი, რომელიც ჰარი პოტერის წიგნების სერიის ავტორია, პირველ წიგნს კაფეში წერდა. წიგნზე მუშაობა მისი ცხივრების მძიმე ეტაპს დამთხვა. ქმარს გაშორებული იყო და წიგნების წერას მხოლოდ მაშინ ახერხებდა, როცა მის პატარას ეძინა. ამბობს, რომ სიმდიდრისთვის არ დაუწყია წერა, თუმცა გულის სიღრმეში ყოველთვის ეგონა, რომ წიგნი კარგი გამოვიდოდა. ახლა მწერალი საკუთარი გამოცდილებიდან ახალგაზრდებს რჩევას აძლევს და ამბობს, რომ ,,ჩვენ არ გვჭირდება ჯადოქრობა სამყაროს შესაცვლელად. თუ ჩვენ ჩავუღრმავდებით საკუთარ თავებს აღმოვაჩენთ ძალას, რომლიც დაგვეხმარება შევცვალოთ სამყარო”. როულინგი თვლის, რომ ახალგაზრდებმა ბევრი უნდა იკთხონ საკუთარი შესაძლებლობებისა და უნარების გასაუმჯობესებლად. იგი თვლის, რომ არ უნდა გაუშვა შანსი ხელიდან, როცა მთელი სამყარო გისმენს. გთავაზობთ ბესტსელერის ავტორის რჩევებსა და გამონათქვამებს, რომლებიც ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ.

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

,,სიმართლე ერთობ მშვენიერი და საშინელი რამ არის, რასაც დიდი სიფრთხილით უნდა მოექცე”

,,მე არ მჯერა ჯადოქრობის, მაგრამ მჯერა სასწაულების. მათ, ვისაც სასწაულების არ სჯერათ, ვერც ვერასოდეს იხილავენ მას”

,,მინდა ხალხს დავამახსოვრდე როგორც ადამიანი, რომელმაც თავისი ნიჭის შესაბამისად, მაქსიმუმი გააკეთა ცხოვრებაში”

,,შეუძლებელია იცხოვრო ისე, რომ კრახი არაფერში განიცადო. მე არ ვგულისხმობ ისეთ სიფრთხილეს, რომ მართლაც არასოდეს დამარცხდე. ასეთ მდგომარეობას არა ცხოვრება, არამედ არსებობა ჰქვია, რაც საამაყო ნამდვილად არ არის”

,,მე ყოველთვის ვეწინააღმდეგები ფუნდამენტალიზმს. არ არის საჭირო, რომ ყოველთვის ყველაფერი ისე გააკეთო, როგორც გეუბნებიან”

,,შეუძლებელია ახალგაზრდებმა იცოდნენ, თუ რა არის სიბერე. მაგრამ მე მეზიზღება ზრდასრული ადამიანები, რომლებსაც დაავიწყდათ, თუ რას ნიშნავს იყო ახალგაზრდა’

იყავით უიღბლობათა მადლიერი – მადლობა თქვით იმ უიღბლობისა თუ მარცხისთვის, რაც შეგემთხვათ. იმის ცოდნამ, რომ ამ მოვლენებმა უფრო გამაძლიერა და დამაბრძენა, გადარჩენის უნარიც გამიძლიერა. შეუძლებელია, შეიცნო საკუთარი თავი და შეაფასო ურთიერთობების სერიოზულობა, თუ ცხოვრებისეული განსაცდელი არ გაგივლია. მე პრიზი მივიღე მტკივნეული გამარჯვებისთვის. ახლა უფრო აქტიუი ვარ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ. უფრო ბედნიერი ვარ, ვიდრე ვიყავი ბავშობაში, მოზარდობისას ან ახალგაზრდობაში.

გჯეროდეთ წარმატების – თუ არ გიმართლებთ, პრობლემებია სამსახურში და პირად ცხოვრებაში, იმედი არ დაკარგოთ, მაინც გჯეროდეთ წარმატების. ერთ მშვენიერ წამს ყველაფერი შიცვლება.

აკეთეთ საყვარელი საქმე – უნდა იპოვოთ საქმე, რომელიც მართლაც სიამოვნებას მოგგვრით. თავს ცუდად ვგრძნობ, როცა არ ვწერ. ერთი კვირა დაახლოებით ის ვადაა, რომლის მოთმენაც შემიძლია.

იყავი გამბედავი, ნუ მოერიდებით გამოწვევებს – ნუ იქნებით მფრთხალი და მშიშარა, უნდა შეგეძლოთ საკუთარი თავისა და გარშემო მყოფთა გამოწვევა. როცა წერა დავიწყე, ქმარს დავშორდი, პატარა ბავშვი მყავდა და ძალიან მოკრძალებულად ვცხოვრობდი. სულიც დამძიმებული მქონდა, მაგრამ სწორედ ამ გაჭირვებამ მიბიძგა, რაღაცისთვის მიმეღწია. მე რომ ახალი გამოწვევების შემშინებოდა, გავგიჟდებოდი.

მოიპოვეთ შემოქმედებითი თავისუფლება – როგორ მოვიპოვე თავდაჯერებულობა? შევწყვიტე ფარისევლობა, ვიღაცად თავის მოჩვენება და მთელი ენერგია მივმართე იმ ერთადერთის დასასრულებლად, რომელსაც ჩემთვის მნიშვნელობა ჰქონდა. ფუჭი იყო ეჭვი, შევძლებ თუ არა კიდევ სხვა რამეში წარმატების მიღწევას, იქნებ სულაც ვერ მოვაღწევ ვერაფერს იმ სფეროში, რომელიც ჩემს დანიშნულებად მიმაჩნია-მეთქი. ამ ყველაფერმა მნიშვნელობა დაკარგა, თავისუფალი გავხდი, იმიტომ, რომ ყველაფერი , რისიც ძალიან მეშინოდა, უკვე მოხდა, მე კი კვლავ ცოცხალი ვიყავი, ისევ მყავდა ჩემი სათაყვანებელი ქალიშვილი, მქონდა ძველი საბეჭდი მანქანა და გრანდიოზული იდეა, ფსკერი ჩემთვის სწორედ იმ მყარ საძირკვლად იქცა, რომელზეც ხელახლა ავაგე ჩემი ცხოვრება… როცა ყველაფერი დავკარგე, სწორედ მაშინ მოვიპოვე თავისუფლება.

გჯეროდეთ სიყვარულის, ის დაგეხმარებათ – ნამდვილად ვიცი, რომ სიყვარული უმნიშვნელოვანესი რამ არის ადამიანის ცხოვრებაში. რა არის უფრო ძლიერი, ვიდრე სიტყვა „მიყვარხარ“? ის ძლიერია შიშზე, სიკვდილზეც კი.

 

355 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
January 2017
M T W T F S S
« Dec   Feb »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031