,,რას აკეთებ, დღეს ხომ კვირაა?! ამ დროს არავის შეწუხება არ შეიძლება! – შვეიცარული მენტალიტეტი

საინტერესო ფაქტები

 

შვეიცარული კულტურა და ტრადიციები, პოლიტიკა და ეკონომიკა ხშირად განხილვის საგანი ხდება. ქვემოთ მოყვანილი მაგალითები დაგარწმუნებთ თუ რატომ განსხვავდება მათი მიდგომები სხვებისგან და როგორი დამოკიდებულება აქვთ მათ ცხოვრებისეულ დეტალებზე.

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

1. თქვენი მატარებელი 20 წუთში გადის. სადგურამდე 10 წუთის სავალი გზაა. თქვენ: ,,დროა, გავიდეთ”. შვეიცარიელი: ,,რას ამბობ! სადგურამდე, სინამდვილეში 9 წუთისა და 30 წამის სავალი გზაა. ბილეთის ყიდვას 90 წამი დასჭირდება. გზად ყავის ყიდვაც მინდა – ესეც შენი 1 წუთი და 40 წამი. გამოდის, რომ სახლიდან 7 წუთსა და 20 წამში უნდა გავიდეთ!”

2. ამერიკელი მეზობელ შვეიცარიელს მატარებლის კუპეში ეუბნება: ,,შესანიშნავი ხედი იშლება ფანჯრიდან, არა?” შვეიცარიელი გაოცებული უყურებს და ჩუმად არის. მის მზერაში იკითხება: ,,რატომ დამელაპარაკეთ? გიცნობთ?”.2014-09-13T154124Z_1466590143_BM2EA9D1A3Y01_RTRMADP_3_SWITZERLAND-CULTURE-kmZH--645x400@MediTelegraphWEB

3. უცხოელი სტუდენტი ესპანეთში (აშშ-ში, იტალიაში, საფრანგეთში): ,,ერთი წელია აქ ვიმყოფები და უკვე სამი ახლო მეგობარი მყავს, ასევე ათობით ახლობელი და ასობით ნაცნობი”.

უცხოელი სტუდენტი შვეიცარიაში: ,,ერთი შვეიცარიელი ნაცნობი მყავს. 2 წელია, ერთსა და იმავე ლექციებს ვესწრებით, ყოველ სემესტრში ვეხმარებით ერთმანეთს გამოცდისთვის მომზადებაში. დღეს მან პირველად მიმიწვია შინ. ალბათ, ჩემში მეგობარი დაინახა”.

4. ,,ინგლისურად საუბრობთ?” –  შვეიცარიელი (მორცხვად): ,,ცოტას” და იწყებს უზადო ინგლისურ ენაზე საუბარს, თითქმის უაქცენტოდ. ,,ხატვა იცით?” – შვეიცარიელი (თვალდახრილი): ,,არც თუ ისე კარგად”, არადა 3 წელი სამხატვრო სასწავლებელში სწავლობდა.

5. თუ შვეიცარიელს გიგანტური ნამცხვრის ნაჭერის ყიდვა სურს: ,,მომეცით, გეთაყვა, აი იმ პატარა ნამცხვრის პატარა ნაჭერი”. თუ გარეთ ტემპერატურა -10 გრადუსია, შვეიცარიელი ამბობს: ,,გარეთ ცოტათი ცივა”.

6. ,,შვეიცარია კარგი ქვეყანაა?” შვეიცარიელი: ,,რა თქმა უნდა! შვეიცარიაში საუკეთესო პოლიტიკური სისტემაა, ყველაზე ლამაზი ბუნება, ყველაზე ჭკვიანური კანონები…” (ჩამონათვალი 20 წუთის განმავლობაში არ წყდება).

7. იღებთ მტვერსასრუტს, რათა გამოიყენოთ ერთადერთი თავისუფალი დღე – კვირა, სახლის დასალაგებლად. გაოცებული შვეიცარიელი: ,,რას აკეთებ, დღეს ხომ კვირაა?! ამ დროს არავის შეწუხება არ შეიძლება! (მტვერსასრუტის ხმაურით)”.

8. შვეიცარიელი აწყობს წვეულებას: სადარბაზოს კედელზე აკრავს განცხადებას 2 კვირით ადრე, სადაც უამრავ ბოდიშს იხდის შესაძლო ხმაურის გამო. მაგრამ მაინც თიშავს ხმამაღალ მუსიკას 22:00-ზე.2CB52FB600000578-0-image-a-2_1443091991563

9. მიირთვით იოგურტი და ჭიქის გადაგდებას აპირებთ. თქვენი შვეიცარიელი მეგობარი: ,,იოგურტი ბოლომდე არ გიჭამია. ნახე, რამდენი დარჩა კედლებზე! ჩვენ, შვეიცარიაში პროდუქტებს ვუფრთხილდებით!”.

10. მაღაზიაში გსურთ შესანიშნავი ესპანური მარწყვის ყიდვა, რომელიც შვეიცარიულზე 50%-ით იაფია. შვეიცარიელი: ,,არ ღირს ესპანური მარწყვის ყიდვა. შვეიცარიული პროდუქტები გაცილებით ხარისხიანია, ასევე, ეკოლოგიურად სუფთა. გარდა ამისა, ადგილობრივ მწარმოებლებს უნდა დავუჭიროთ მხარი”.

11. მიდიხართ ბარში და ითხოვთ გარკვეული ბრენდის ლუდს. ბარმენი გისხამთ ონკანიდან, მაგრამ ლუდი მთავრდება და ოდნავ აკლდება კათხის ბოლომდე გავსებას. ,,გთხოვთ, მაპატიოთ, მაგრამ ამ ლუდს ვერ მოგყიდით. ეს კათხა უფასოდ მიირთვით და მითხარით, თუ შემდეგ სხვა ბრენდის ლუდის დალევას მოისურვებთ”.

12. შეღებილი კვერცხები შვეიცარიაში მთელი წლის განმავლობაში იყიდება. აღდგომას მათ სააღდგომო კვერცხებს უწოდებენ, სხვა დროს კი საპიკნიკო კვერცხებს.

13. ნახევარი საათის განმავლობაში ზიხართ ბანკში და აფორმებთ ანგარიშს. ყველა ქაღალდის ხელის მოწერის შემდეგ, ელოდებით, როდის გადმოგცემენ ბარათს და ინტერნეტ-ბანკინგის კოდს.

შვეიცარიელი: ,,უკაცრავად, მაგრამ არ შემიძლია ბარათისა და კოდის გადმოცემა. მათ ფოსტით მიიღებთ”.Swiss-national-bank-e1421422318478-1940x1090

თქვენ: ,,ეს უსაფრთხოა?”

შვეიცარიელი: ”დიახ, რა თქმა უნდა. ბარათი ერთი წერილით მოგივათ. ბარათის კოდი კი მეორე წერილით, დღის სხვა მონაკვეთში. ინტერნეტ-ბანკინგის კოდს კი მომდევნო დღეს მიიღებთ”.

14. როდესაც შვეიცარიელი მატარებლის ვაგონში შედის, აუცილებლად იკითხავს დაკავებული ხომ არ არის თქვენს გვერდით (ან წინ) ადგილი, თუნდაც ცხადი იყოს, რომ ადამიანი მარტო მგზავრობს. სოფლებში ერთმანეთს აუცილებლად ესალმებიან, თუნდაც ერთმანეთს არ იცნობდნენ. ცარიელ ქუჩაში ან მაღაზიაში რომ დააცემინოთ, ახლომახლო მყოფი უცნობი ადამიანი აუცილებლად გისურვებთ ჯანმრთელობას.

წყარო: dudana.kvirispalitra.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები