ანაზღაურებადი ვაკანსია სტუდენტებისთვის

დასაქმება

 

შპს ,,სიგმა ჯგუფი” საკუთარ მომხმარებლებს სთავაზობს სტანდარტულ ბიზნეს სერვისებს. ასევე გუნდი დაკავებულია რამოდენიმე სტარტაპ პროექტის მენეჯმენტით.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას პროექტების უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

 ☼  გსურს სამაგისტრო/საგრანტო გამოცდისთვის მომზადება? გაეცანი პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე☼  

სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სწავლის გრაფიკზე მორგებული განაკვეთი
სტაჟირება ერთი თვე, შემდეგ ანაზღაურება 300 ლარი ხელზე

სამუშაოს აღწერა:
– არსებული პროექტების მართვაში მონაწილეობა
– ახალი კლიენტების მოძიება/პოტენციური კლიენტების მონაცემთა ბაზების შედგენა-დამუშავება
– სტარტაპ პროექტების ბიზნეს გეგმების მომზადებაში მონაწილეობა
– სხვადასხვა ანგარიშის წარმოება
– ხელმძღვანელის მიერ გაცემული დამატებითი დავალებების შესრულება (კომპეტენციის ფარგლებში).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
– აუცილებელია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
– კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
– დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
– დროის მართვის უნარი;
– დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
– დაძაბულ რეჟიმში და სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
– ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი;
– შედეგზე ორიენტირებულობა;
– დეტალებზე ორიენტირებულობა;
– აქტიურობა და სისხარტე;
– პასუხისმგებლობა;
– პუნქტუალურობა;
– მოქნილობა და ცვლილებებზე ადვილად/სწრაფად ადაპტაციის უნარი.

თუ ხართ აქტიური და გსურთ გახდეთ მეგობრული, დინამიური გუნდის წევრი, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზუმე არაუგვიანეს 2017 წლის 30 იანვრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@sigmagroup.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (,,პროექტების უმცროსი სპეციალისტი”).

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები