Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

საერთაშორისო სტუდენტური პროგრამა Social Impact Award 2017 იწყება

საერთაშორისო სტუდენტური პროგრამა Social Impact Award 2017 იწყება
January 25
12:09 2017

 

საერთაშორისო სტუდენტური პროგრამა Social Impact Award 2017 იწყება. ეს არის იდეების კონკურსი სტუდენტებისთვის, რომელთაც სურთ გახდნენ მეწარმეები და ამავდროულად პოზიტიური სოციალური ცვლილებები მოუტანონ საზოგადოებას. პროგრამის მიზანია სტუდენტების გააქტიურება სოციალური მეწარმეობის მიმართულებით. საერთაშორისო პროგრამაში, რომელშიც 20 ქვეყანაა ჩართული, 2009 წლიდან სთავაზობს სტუდენტებს ექსპერტებისა და პროფესიონალების მხარდაჭერას ბიზნესიდეების განსახორციელებლად.

საერთაშორისო სტუდენტურ პროგრამას Social Impact Award საქართველო 2017 წლიდან უერთდება. კონკურსში გამარჯვებული თითოეული გუნდი 2000 ევროს მიიღებს და გაემგზავრება ევროპის სამიტზე.

 ☼  გსურს სამაგისტრო/საგრანტო გამოცდისთვის მომზადება? გაეცანი პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე☼  

საერთაშორისო სტუდენტურ პროგრამის შესახებ:

  • 20 ქვეყანა – 1 მისია;
  • ვორქშოფების სერია ყველა დაინტერესებული სტუდენტისთვის;
  • ფინალისტი გუნდების ინტენსიური მუშაობა მენტორებთან;
  • 2000 ევრო თითოეული გამარჯვებული გუნდისთვის;
  • SIA-ს ევროპის სამიტზე გამგზავრება;
  • გრანტის სახით 20,000 ლარის მიღების შესაძლებლობა ევროპის ფონდისგან.

სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა საერთაშორისო პროგრამის Social Impact Award 2017 ორგანიზატორებთან 27 იანვარს, 16.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე (ივ. ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია.

იხილეთ საინფორმაციო ბუკლეტი.

561 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
January 2017
M T W T F S S
« Dec   Feb »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031