Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

რა ხარვეზებს შეიცავს თსუ-ის საუნივერსიტეტო დაფინანსება – სტუდენტების პრეტენზიები

რა ხარვეზებს შეიცავს თსუ-ის საუნივერსიტეტო დაფინანსება – სტუდენტების პრეტენზიები
January 31
11:13 2017

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტებისთვის, შიდა დაფინანსების მისაღებად საჭირო ახალი ვალდებულებები დადგინდა. სტუდენტებს, რომელთაც საუნივერსიტეტო დაფინანსების მოპოვება სურთ, მაღალი აკადემიური მოსწრების გარდა, სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა და სამეცნიორო ჟურნალში სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნება ევალებათ.

საუნივერსიტეტო დაფინანსება ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისთვის სწავლის საფასურის სემესტრულ დაფინანსებას გულისხმობს, თუმცა ყოველი სემესტრისთვის დასაფინანსებელი სტუდენტების ადგილების რაოდენობა და თანხის ზუსტი პროცენტი ოქმით განსაზღვრული არ არის. ეს საკითხი, უნივერსიტეტიდან გამოყოფილი თანხის გათვალისწინებით, დეკანის ბრძანებით წყდება და იცვლება.

 ☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼ 

თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტებისთვის შიდა დაფინანსების მისაღებად საჭირო ახალ ვალდებულებულებაში არსებულ ცვლილებებს სტუდენტები არაერთგვაროვნად აფასებენ. მათი ნაწილი ფიქრობს, რომ დამატებითი ვალდებულებები არ არის სამართლიანი, ხოლო ნაწილისთვის ეს გადაწყვეტილება სავსებით მისაღებია და ფიქობენ, რომ ეს ცვლილება სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

studinfo.ge დაინტერესდა სტუდენტების შეფასებებით და თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სხვადასხვა კურსის სტუდენტებს გაესაუბრა.

10614267_756376904424032_3383370449604998567_nთამარ კურატიშვილი: ,,მსგავსი ვალდებულება არ მიმაჩნია სამართლიანად! ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ეს ვალდებულება მხოლოდ სოც. პოლის სტუდენტებს ეხებათ! მეორე იმიტომ, რომ სტუდენტებს ავალდებულებენ იმას, რისი ვალდებულაც ლექტორებს არ აქვთ! მესამე იმიტომ, რომ – თუკი, ჩემი ქულათა საშუალო 100-ია, კაი, ჰა – 99, ეს ნიშნავს, რომ მე ვიმსახურებ, მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტთა სიაში აღმოვჩნდე, ნებისმიერ შემთხვევაში, მექნება თუ არა დამატებითი აქტივობა! მეოთხე, იმიტომ, რომ – თსუ არ უზრუნველყოფს სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზებას, არ გააჩნია სამეცნიერო ჟურნალი, სადაც თავისუფლად შეგვეძლება სტატიების გამოქვეყნება. მაგალითად, მას შემდეგ, რაც მაგისტრანტთა დაფინანსების წესი ძალაში შევიდა, არ გამოცხადებულა არც ერთი თემატური კონფერენცია, ჩემს პროფესიასთან მიმსგავსებულიც კი, რომ მონაწილეობა შემძლებოდა.”

სოლომონ  ჩინჩალაძე: ,, კარგი და საჭირო ცვლილებებია. სწავლის პროცესი შეიცვლება უკეთესობისკენ და მექანიკურად დაზეპირებული სემინარები/მასალა დაფინანსების მოპოვების გარანტი აღარ იქნება. კონფერენციებს რაც შეეხება, ვიცი რომ ტარდება. ხოლო თუ მათი რაოდენობა საკმარისი არ არის, უნივერსიტეტმა უნდა იზრუნოს ამაზე. სტუდენტებს საკუთარი ცოდნის გამომჟღავნების მეტი შესაძლებლობა უნდა მიეცეთ.”

თაკო გადაბაძე: ,,ცვლილებას ვეთანხმები, მაგრამ ჩემთვის ამ წესში მიუღებელია ის, რომ წინასწარ  არ ვიცით რამდენი სტუდენტი მოიპოვებს დაფინანსებას. ეს რიცხვი ყოველ სემესტრში შეიძლება შეიცვალოს, ამის გამო, სტუდენტებს არათანაბარი შესაძლებლობა ეძლევათ.”tako gadabadze

ელენე კურდღელია: ,, საერთო ჯამში, ეს ცვლილება არ არის ცუდი და ლოგიკურიცაა. პრინციპში, დაფინანსების მსგავს სისტემას თსუ-ის სტუდენტები ბაკალავრიდან მიჩვეულები არიან, მაგრამ აქვს ხარვეზები. სტუდენტების დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხა ყოველ ჯერზე იცვლება. თანხა, როგორც ჩანს, არც ამჯერადაა განსაზღვრული, არ ვიცით, იქნება ეს 750 ლარი როგორც სახელმწიფო სტიპენდია ბაკალავრზე, თუ შეიძლება სულაც 200 ლარი იყოს. ეს იმაზეა დამოკიდებული უნივერსიტეტი რამდენს გამოყოფს კონკრეტულ სემესტრში.  სტუდენტმა წინასწარ უნდა იცოდეს რა თანხით დაფინანსდება. მეორე საკითხია კონფერენციებში მონაწილეობა და სტატიების გაოქვეყნება. ამ მხრივაც არის შეზღუდვები და უნივერსიტეტმა შესაძლებლობების გაფართოებაზე უნდა იზრუნოს.”

12417747_1123009441062943_1241290667220372543_nგიორგი არობელიძე: ,, რა თქმა უნდა, სტუდენტები კვლევით საქმიანობაში  ჩართულები უნდა ვიყო . მაგრამ, როგორც წესი, უნივერსიტეტი ამის საშუალებას ნაკლებად გვაძლევს. რაც შეეხება კონფერენციებს, სამწუხაროდ, ხშირად ხდება ისე, რომ პოტენციური სტიპენდიანტი მხოლოდ იმიტომ მონაწილეობს მასში, რომ სტიპენდიის აღებაში ხელი არ შეეშალოს, შესაბამისად, ის შინაარსს ნაკლებად აქცევს ყურადღებას. კვლევებსა და მეცნიერებაზე გამოყოფილი თანხები მიზერულია, რის გამოც რეალურად არ მიმდინარეობს ცოდნის კვლავწარმოება. ბუნებრივია, შიდა საუნივერსიტეტო კონფერენციები კარგია, თუმცა ეს ძალიან მცირეა…”

ერთი შეხედვით, სტუდენტები სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებას, დაფინანსების მოპოვების წესის ცვლილებასთან დაკავშირებით, მიესალმებიან. მაგრამ, ამავე დროს, უნივერსიტეტისგან პროცესის ოპტიმიზაციასა და მეცნიერებისთვის პრიორიტეტის მინიჭებას ითხოვენ.

ფაქტია, რომ ცვლილება ამჟამად ხარვეზებითაა წარმოდგენილი და სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს სტიპენდიის მისაღებად არათანაბარ პირობებში აყენებს. თსუ-ის შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსება, ფინანსური თუ ტექნიკური თვალსაზრისით, გადახედვასა და დახვეწას საჭიროებს.

ავტორი: ნათია ზარიძე

752 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

ALLMOVIES.GE

January 2017
M T W T F S S
« Dec   Feb »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031