Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ილიაუნიში ბიზნეს-ინტელექტუალური თამაში „ინტელექტუალი მარკეტერი 2017“ ჩატარდება

ილიაუნიში ბიზნეს-ინტელექტუალური თამაში „ინტელექტუალი მარკეტერი 2017“ ჩატარდება
February 03
17:24 2017

 

4 თებერვალს 18:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსის E207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის 3/5), მომავალ ეკონომისტთა სტუდენტური კლუბის ორგანიზებით ტარდება ბიზნეს-ინტელექტუალური თამაში „ინტელექტუალი მარკეტერი 2017“.

პროექტის დახმარებით, მონაწილეები ისწავლიან მოცემული სიტუაციის სწორად შეფასებას და შეძლებენ საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებას სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით. ის სამუშაოები, რომლებიც მიეცემათ პროექტის მონაწილეებს, მიმართული იქნება მათი აზროვნების განვითარებისკენ და უკვე დაგროვილი ცოდნის გამოვლენისა და წახალისებისკენ. გარდა ამისა, მსგავი სახის პროექტები გაზრდის ინტერესს ახალგაზრდებში.

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

პროექტის მიზანია, გამოვავლინოთ და წავახალისოთ ბიზნესითა და მარკეტინგით დაინტერესებული სტუდენტები. ინტელექტუალი მარკეტერი არის ბიზნეს-ინტელექტუალური თამაში, რომელიც ემსახურება სტუდენტებში ცნობიერების გაზრდას მარკეტინგის მიმართულებით. თამაშზე ინქება შეკითხვები სხვადასხვა კომპანიების შესახებ, ასევე ლოგოები , ვიდეორგოლები და სხვა ინტერაქტიული ამოცანები. თამაშში მონაწილეობას მიიღებს 10 გუნდი თითოში 4-კაციანი შემადგენლობით. გამოვლინდება ყველაზე ძლიერი 3 გუნდი, რომელიც აღნიშნულ დავალებებს საუკეთესოდ გაართმევს თავს. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ჩვენი სპონსორების მიერ დაწესებული სხვადასხვა პრიზით.

მოკლე ინფომაცია მომავალ ეკონომისტთა სტუდენტური კლუბის შესახებ:
,,მომავალ ეკონომისტთა სტუდენტური კლუბი’’ 2009 წლიდან არსებობს ილიას სახელწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე და აქტიურად ატარებს სხვადასხვა ბიზნეს-ინტელექტუალურ თამაშებს, უწყობს ხელს სტუდენტებში ეკონომიკური განათლების ამაღლებასა და თეორიული მასალის პრაქტიკაში გამოყენებას. Fesc-ის პრიორიტეტია სტუდენტობის პერიოდში მომავალ ეკონომისტთა პროფესიული უნარ-ჩვევების რეალიზაცია და ახალგაზრდებისათვის ბიზნეს სფეროში საკუთარი თავის პოვნა, რასაც იგი სხვადასხვა ღონისძიებებით, ტრენინგებით, ტურებით ცნობილ კომპანიებში და ინტელექტუალური თამაშებით ახორციელებს.

ტელ: 558 51 36 04, ანა გელაშვილი

ტელ: 595 33 43 40, ზვიად კაკაურიძე

131 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
February 2017
M T W T F S S
« Jan   Mar »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728