10 წიგნი, რომლებიც თქვენზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მოახდენს

თავისუფალი დრო

 

ყველა წიგნი განსხვავებულია. ზოგიერთი მათგანი დაუვიწყარი ხდება ბოლო გვერდის დახურვისთანავე, ზოგიერთი მათგანი კი თვეების მერე, ხანგრძლივი გააზრების შემდეგ, იკავებს ადგილს თქვენს გონებასა და გულში. თუმცა ორივე შემთხვევაში, დამეთანხმებით, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მათ თქვენს ცხოვრებაში. adme.ru-მ გამოაქვეყნა ჩამონათვალი იმ 10 ნოველისა, რომლებიც დაიპყრობს თქვენს გულებს პირველივე გვერდების წაკითხვისთანავე და დიდხანს დატოვებს თქვენზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას.

 ☼  გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

the-lovely-bones-150-1484146074

 

Alice Sebold  – The Lovely Bones

სიუზი არის 14 წლის გოგონა, რომელიც მოკლა სერიულმა მკვლელმა. გარდაცვალების შემდეგ იგი უყურებს ერთდროულად ორ სამყაროს – მის ოჯახსა და მეგობრებს და იმ ცვლილებებს, რაც მის სიკვდილს მოჰყვა. იგი უიმედოდ ცდილობს დაუბრუნდეს სამყაროს, რათა დაეხმაროს მის ნათესავებს მკვლელის გამოვლენაში და შეასრულოს თავისი სურვილი.

 

 

 

 

 

neverwhere-150-1484146074

 

Neil Gaiman – Neverwhere

ლონდონის ერთ-ერთი ქუჩის ქვეშ არის ადგილი, რომელზეც ბევრი მოქალაქე ვერც კი იოცნებებს. აქ ყველა სიტყვას დიდი ძალა აქვს და აქ მოხვდება მხოლოდ ის ვინც კარის გაღებას შეძლებს. ეს არის ბნელი და საშიში ადგილი, სადაც ერთად ცხოვრობენ ეშმაკები, მონსტრები და ანგელოზები.

 

 

 

 

 

norwegian-wood-150-1484146074

 

Haruki Murakami – Norwegian Wood

,,… მე ვმუშაობ ჩანაწერების მაღაზიაში საღმოობით. როდესაც მე ვრთავ მძიმე როკს, ჰიპები და გარეთ მოსიარულე ბავშვები იკრიბებიან, ერთად ცეკვავენ, ან მიწაზე სხდებიან და არაფერს აკეთებენ. მე უბრალოდ ვკარგავ მელოდიას ამათ ყურებაში. მე ვფიქრობ, რა არის დედამიწაზე ეს? რას ნიშნავს მათი ეს ქცევა?”

 

 

 

 

 

of-human-bondage-150-1484146074

 

William Somerset Maugham – Of Human Bondage

ფილიპ ქერის ცხოვრება არ არის მარტივი. მას ორივე მშობელი ადრეულ ასაკში დაუღუპა, რამაც მისი ცხოვრებას უმეტესი ნაწილი სასოწარკვეთლი გახადა. საქმე დაიჭირა არასერიოზულ ქალთან, რომელიც თავიდანვე განწირული იყო. იმ სირთულეების გადალახვა, რომლებიც წამოსულია მისი ახირებებიდან, აიძულებს მას დაფიქრდეს საკუთარი თავის კონტროლზე.

 

 

 

 

 

perfume-the-story-of-150-1484146074

 

Patrick Suskind Perfume – The Story of a Murderer

ეს ნოველა პირველად შვეიცარიაში გამოიცა 1985 წელს, ამის შემდეგ ის ითარგმნა უამრავ უცხო ენაზე და იგი იკავებს ადგილს მსოფლიოს ,,ბესტსელერ” წიგნებს შორის. იდუმალი, რომანტიკული, დეტექტიური და ინტრიგებით სავსე ნოველა ერთნაირად აღაფრთოვანებს როგორც მკითხველებს, ასევე კრიტიკოსებს.

 

 

 

 

 

the-book-thief-150-1484146074

 

Markus Zusak – The Book Thief

სიუჟეტი მეორე მსოფლიო ომის დროს ვითარდება. წიგნის ქურდი, მთავარი გმირი, მინდობით აღზრდილი გოგონაა, რომელიც მიუნხენში ცხოვრობს. არეულობის ჟამს მან გაუძლო უამრავ  შეტაკებას და უამრავ ჭრილობას, ერთადერთი რასაც ვერ გაუძლო ეს წიგნიის ძალაა. აღმზრდელი მამის დახმარებით ისწავლა კითხვა და ნელ-ნელა გაანალიზა თუ რა ძალა აქვს სიტყვებს, მისი უარყოფით და დადებითი მხარეებით.

 

 

 

 

 

the-cuckoos-calling-150-1484146074

 

Robert Galbraith – The Cuckoo’s Calling

როდესაც სამარცხვინო ტოპ მოდელი საკუთარი სახლის აივნიდან ვარდება და კვდება, ამ ფაქტს ყველა თვითმკვლელობას მიაწერს. თუმცა მსხვერპლის ძმას ამის არ ჯერა და ქირაობს კერძო დეტექტივს, რომელსაც საქმის დეტალურ გამოძიებას სთხოვს.

 

 

 

 

 

 

the-minds-of-billy-150-1484146074

 

Daniel Keyes – The Minds of Billy Milligan

ერთ მშვენიერ დღეს ბილი იღვიძბს და აღმოჩენს, რომ ციხის საკანშია. როგორც გაირკვევა მას ბრალად ქურდობა და გაუპატივრება ედება. ბილი შოკირებუილია, რადგან მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია. სირბილი სკოლის სახურავზე – ეს არის ბოლო რამ, რაც მას ახსოვს. ბილი კიდევ უფრო გაოგნდება, როდესაც გაიგებს, რომ ეს დანაშაული ჩაიდინა 7 წლის წინ.

 

 

 

 

 

 

the-scorpio-races-150-1484146074

 

Maggie Steifvater – The Scorpio Races

ეს ხდება ნოემბრის დასაწყისში. სასტიკი კონკურსი, სადაც ერთმანეთს მოჯირითეები ეჯიბრებიან. კონკურსის პირობები ასეთია: ცხენებმა უნდა გაიარონ და მაქსიმალურად დიდხანს გაძლონ ცხელ წყელში, ფინიშის ხაზამდე. ზოგიერთი მხედარი იღუპემა, ზოგიერთი ცხოვრებას აგრძლებს. ორი მონაწილე ამ კონკურსის უცვლელი გამარჯვებულია, თუმცა ახლა ერთი უნდა გახდეს ჩემპიონი.

 

 

 

 

 

the-thirteenth-tale-150-1484146074

 

Diane Setterfield – The Thirteenth Tale

მარგარეტი იღებს წერილს ცნობილი მწერალისგან, რომელიც მასთან ეპატიჟება მისი ბიოგაფიის წერილობითი განხილვისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ხანგრძლივი ინტერვიუებით ცდილობს მწერლის წარსულის ამოცნობას, მან ვერ მოახერხა მისი ნამდვილი ცხოვრების გამორკვევა. სიუჟეტი მწერლის ბნელ ცხოვრებაზე მოგვითხრობს, ტყუპი დების შესახებ.

 

 

 

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები