ქართველი მსახიობი, რომელიც ბრიტანეთის ხელოვნების აკადემიამ საუკეთესო მსახიობთა ათეულში შეიყვანა

საინტერესო ფაქტები

ქართველი მსახიობი, რომელიც ბრიტანეთის ხელოვნების აკადემიამ მსოფლიოს საუკეთესო მსახიობ ქალთა ათეულში დაასახელა ვერიკო ივლიანეს ასული ანჯაფარიძეა, ქართული თეატრისა და კინოს აღიარებული ვარსკვლავი, თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მსახიობი და რეჟისორი.

 ☼  გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

1943 და 1950 წლებში ვერიკო ანჯაფარიძეს სახალხო არტისტის წოდება მიანიჭეს. არის სახელმწიფო, შოთა რუსთაველისა და მარჯანიშვილის სახელობის პრემიების ლაურეატი. დაჯილდოებულია 3 ლენინის ორდენით. არჩეულია თბილისის საპატიო მოქალაქედ. ბრიტანეთის ხელოვნების აკადემიამ კი მეოცე საუკუნის მსოფლიოს ათ საუკეთესო მსახიობ ქალს შორის დაასახელა.

01

როდესაც მსახიობობა მოინდომა, არავის გაკვირვებია, რადგან სამსახიობო ნიჭი ბავშვობიდან ჰქონდა.  ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, ვერიკო ანჯაფარიძე სწავლობდა მოსკოვისა და თბილისის დრამატულ სტუდიებში. სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრში, თბილისის „მუშათა თეატრში“, მოსკოვის „რეალისტურ თეატრში“, ბათუმის თეატრში და 1933 წლიდან მოყოლებული, სიცოცხლის ბოლომდე მარჯანიშვილის სახელობის თეატრშია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 1957-1959 წლებში იყო ამ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი.

მარჯანიშვილის თეატრში მუშაობის 60 წლის მანძილზე, ვერიკო ანჯაფარიძემ გამორჩეული სცენური სახეების მთელი ქარვასლა შექმნა: დეზდემონა (უ. შექსპირის „ოტელო“), ოფელია (უ. შექსპირის „ჰამლეტი“), ივდითი (გუცკოვის „ურიელ აკოსტა“), მარგარიტა (დიუმას „მარგარიტა გოტიე“) და მრავალი სხვა.

არანაკლებ დასამახსოვრებელია ვერიკო ანჯაფარიძის ეკრანული სახეები. 1925 წლიდან მიხეილ ჭიაურელისა და ვერიკო ანჯაფარიძის წყვილმა შექმნა ისეთი ფილმები, როგორებიცაა „დიადი განთიადი“, „გიორგი სააკაძე“, „ბერლინის დაცემა“, „ოთარაანთ ქვრივი“, „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ და სხვა.

08

რაც შეეხება მსახიობის პირად ცხოვრებას, 1918 წელს ვერიკო ანჯაფარიძემ შალვა ამირეჯიბთან იქორწინა, თუმცა წყვილს ერთად ყოფნა არ ეწერა – შალვა ამირეჯიბი, რომელიც 1924 წლის აჯანყების ერთ-ერთი მონაწილე იყო, იძულებული გახდა, ევროპაში გაქცეულიყო.

ვერიკო ანჯაფარიდძემ, იმ დროისთვის დამწყები მსახიობი, მიხეილ ჭიაურელი მოსკოვიდან დაბრუნებულმა გაიცნო. გრძნობის მიუხედავად, რომელიც მათ შორის გაჩნდა, ურთიერთობა არ გაუგრძელებიათ. შალვა ამირეჯიბის წასვლის შემდეგ მალე ვერიკოსა და ჭიაურელის გზები ისევ გადაიკვეთა, რაც მათი ქორწინებით დასრულდა. მიხეილ ჭიაურელმა მეუღლესსახლი სწ­ორ­ედ იმ ად­გი­ლას აუ­შე­ნა, სა­დაც სი­ყვ­არ­ული აუ­ხს­ნა, ფი­ქრ­ის გო­რა­ზე. სოფიკო ჭიაურელი, მათი შვილიც, ამ სახლში დაიბადა.

11

სამსახიობო საქმიანობის გარდა, ვერიკო ანჯაფარიძემ თავი რეჟისორული მოღვაწეობითაც დაგვამახსოვრა. მისი რეჟისორობით მარჯანიშვილის სახელობის თეატრში დაიდგა სპექტაკლები: „ინჟინერი სერგეევი“, „ხეები ზეზეურად კვდებიან“, „მღელვარე დღეები“.

ვერიკო ანჯაფარიძე 1987 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები