Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

„რატომ გაცვია დეკოლტე? მაშინ, ჩაიცვი სხვა რამე…“ – 23 წლის სტუდენტი თბილისიდან

„რატომ გაცვია დეკოლტე? მაშინ, ჩაიცვი სხვა რამე…“ – 23 წლის სტუდენტი თბილისიდან
February 15
12:33 2017

 

ანამარია ბრაგვაძე 23 წლის სტუდენტია თბილისიდან. იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიის მიმართულებაზე სწავლობს. გარდა ამისა, მუშაობს ბარმენად და თვლის, რომ მუშაობს იმისთვის, რომ ისწავლოს, თუმცა სწავლისთვის დრო აღარ რჩება. რა სირთულებს აწყდება ანამარია სწავლისა და მუშაობის პროცესში თავად მოგიყვებათ.

 ☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

„სტუდენტი ვარ. ვსწავლობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიის მიმართულებაზე და ვარ დამამთავრებელ კურსზე. სწავლის პარალელურად ვმუშაობ ბარმენად. ჯერ სულ სამი თვეა, რაც ბარმენობა დავიწყე და ორ სამსახურში ვმუშაობ, მაგრამ მანამდე ბევრგან მიმუშავია სტუდენტობის პერიოდში. ძირითადად, მომსახურების სფეროსა და არაფორმალურ სექტორში მიწევდა ხოლმე მუშაობა. ეს, გარკვეულწილად, პრობლემებს მიქმნიდა იმიტომ, რომ, როდესაც ფორმალურად ხარ დასაქმებული, შეიძლება სამსახურმა მოგცეს ცნობა, მაგალითად, როცა გამოცდის გადატანა გჭირდება სამუშაოს გამო. არაფორმალურ სექტორში ამ ცნობას ვერ მოგცემენ. გამოდის, რომ უნივერისტეტები არ არის მორგებული სტუდენტების საჭიროებებს და არ ითვალისწინებენ იმას, რომ ძალიან ბევრი, სწორედ, ასეთ სამსახურებშია დასაქმებული. მაგალითად, ორი დღის წინ ვმუშაობდი მთელი ღამე და მეორე დღეს მქონდა გამოცდა. ხომ წარმოუდგენელია, რომ მთელი ღამე იდგე ფეხზე, დილით შვიდზე ან რვაზე მიხვიდე სახლში, ათზე გამოცდა დაწერო და თან პროდუქტიული იყო?!

16387953_1741787702802620_1466104153564417316_n ძალიან ბევრმა ხომ იცის, რა სოციალური ფონია და ეს სტუდენტები, რომლებიც სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლობენ, ძირითადად, რომელი სოციალური ფენებიდან არიან წამოსული. მე ვიცნობ სტუდენტებს, რომლებიც იმიტომ მუშაობდნენ, რომ ეს კარგ ტონად ითვლება. ეს, რა თქმა უნდა, კარგია – იზრდები და გინდა მშობლებზე ნაკლებად დამოკიდებული იყო, შენი ჯიბის ფული გქონდეს და მეტი თავისუფლება მოიპოვო ოჯახიდან. მაგრამ, უფრო ხშირად, სტუდენტები იმიტომ მუშაობენ, რომ სხვანაირად წარმოუდგენელია, ანუ სხვა არჩევანი არ აქვთ.

მიუხედავად იმისა, რომ მე ნახევარი განაკვეთით, ძირითადად, ღამის საათებში ვმუშაობ, მაინც ძალიან ძნელია უნივერსიტეტშიც იარო, ლექციები არ გააცდინო და თან პროდუქტიული იყო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც რამე პრობლემას ხვდები, რომელიც ყველასთვის საერთოა, მაგალითად, საგნებს ვერ ირჩევ, შენთვის ორმაგად რთულია მისი გადაჭრა. შეიძლება ვერ შეძლო მთელი დღე უნივერსიტეტში ყოფნა და ადმინისტრაციის ოთახებში სირბილი, რადგან სამსახურში გაგვიანდება, ამიტომ საგნების გარეშე დარჩები და მერე ადმინისტრაციაც აქეთ დაგდებს ბრალს, როცა პრეტენზია გექნება, რომ სავალდებულო ან სასურველი საგანი ვერ აირჩიე. თუ სწავლის პროცესში გაქვს რამე პრობლემა, მიდიხარ ლექტორთან და ეუბნები, უმრავლესობა სულ იმას გაგრძნობინებს, რომ ეს, მხოლოდ, შენი პრობლემაა. სულ მიწევს ახსნა, მე იმიტომ ვმუშაობ, რომ სწავლის ფული უნდა გადავიხადო.

მე ძალიან გამიმართლა იმაში, რომ სახლი მაქვს თბილისში, კომუნალურ გადასახადებს მე არ ვიხდი და ბევრ სხვა ხარჯსაც ჩემი ოჯახი უზრუნველყოფს, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც ეს მხარდაჭერაც არ აქვთ. მათთვის მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმუშაონ და თვიდან-თვემდე თავი გაიტანონ. მუშაობ იმისთვის, რომ ისწავლო, მაგრამ ხშირად სწავლისთვის დრო აღარ გრჩება, ეგ ძალიან დიდი პრობლემაა იმ სტუდენებისთვის, ვინც მუშაობენ.

სწავლის გადასახადი საქართველოში არის 2250 ლარი. საშუალო შემოსავალს და იმ ანაზღაურებას თუ გადავხედავთ, რაც რეალურად აქვთ სტუდენტებს, ანუ თვეში 300-500 ლარი, ეს არის მიუწვდომელი. გარდა გადასახადისა, სტუდენტს სჭირდება საჭმლის, ჯიბის და ზოგს ქირის ფულიც. ამიტომ, ბევრ სტუდენტს უწევს სწავლის მიტოვება, ან ვეღარ აგრძელებს მაგისტრატურას მიუხედავად იმისა, რომ ამის სურვილი აქვს.

ბარმენობა ისეთი სამსახურია, რომ მუდმივად გიწევს კომუნიკაცია ადამიანებთან. ვიღაც შეიძლება ბართან დაჯდეს, სვამდეს და თან გამოგელაპარაკოს, მნიშვნელობა არ აქვს ეს ქალი იქნება თუ კაცი. საკუთარ თავზე თუ სხვა ჩემთან ერთად მომუშავე გოგოებსა და ბიჭებზე დაკვირვებითაც ვხედავ, რომ სხვადასხვგვარია გოგო და ბიჭ ბარმენისადმი დამოკიდებულება. მაგალითად, შეიძლება ქალი იყოს მოსული, კაც ბარმენს ესაუბრებოდეს და ატყობდე, რომ ეფლირტავება ან ეპრანჭება მას, მაგრამ ეს არასოდეს არის შემაწუხებელი ფორმებით. გოგონებთან ყოველთვის პირიქითა: ნომრის და მისამართის თხოვნა; შეკითხვები – შეყვარებული გყავს თუ არა?! თუ გყავს, აქ არის თუ არა? თუ არ არის, აბა, მარტო რატომ გამოგიშვა ეს ლამაზი გოგო და ა.შ. 16422677_1741787779469279_200524555328637884_oრამდენჯერმე უცდიათ ხელითაც დავეჭირე, მაგალითად, ან ძალიან ახლოს მოსულიყვნენ. დამოკიდებულებებია ასეთი, რადგან გოგო ხარ, შენს მოვალეობაში შედის, რომ „ყველაფერზე წამომყვე“ ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, მენეჯმენტის და შენთან ერთად მომუშავეების დამოკიდებულება როგორია. ჩემს რამდენიმე ნაცნობს და მეგობარს, რომლებიც ამ სფეროში მუშაობენ უთქვამთ – ეს რომ გვეთქვა მენეჯერთან ან რომელიმე დაცვის წევრთან, არ დაგვიჯერებდნენ და გვეტყოდნენ „ალბათ, შენ გამოიწვიე“, „რატო გაცვია დეკოლტე? მაშინ, ჩაიცვი სხვა რამე…“ და ა.შ. ამის გამო, ბევრს მოუწია სამსახურიდან წამოსვლა. მე ძალიან გამიმართლა, რომ ისეთ გარემოში ვმუშაობ ჩემს ორივე სამსახურში, ერთი მინიშნებაა საკმარისი დაცვის წევრთან, ან ჩემს თანამშრომლებთან და პრობლემა მოგვარებულია.

სტუდენტურ აქტივიზმს რაც შეეხება, პირველი კურსიდან ვარ ჩართული. ნუ, ყოველ წელს ერთსა და იმავე პრობლემებზე გვიწევდა ხოლმე საუბარი. ეს იყო: სწავლის ხარისხი, სტატუსშეწყვეტილი სტუდენტები, სტუდენტების სოციალური პრობლემები და ა.შ. მიზანი არ ყოფილა, ვინმეს მემარცხენე ან ფემინისტი ეწოდებინა ჩემთვის. ვსაუბრობდი იმაზე, რაც ჩემი პირად გამოცდილება ან ჩემს გარშემო მყოფი ადამიანების გამოცდილება იყო.

ვიღაცეებს კი არ სჯერათ, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ქვეყანაში სტუდენტებს იმის გამო უწყდებათ სტატუსი, რომ ვერ იხდიან სწავლის გადასახადს. ეს არის დიდი პრობლემა იმიტომ, რომ ვისთვის უნდა მოვითხოვოთ ჩვენ ხარისხიანი განათლება, თუ ახალგაზრდებს დაბალი ფენებიდან არ შეეძლებათ ამ განათლების მიღება?! განათლება თუ იქნება პრივილეგია და თუ გარკვეული ელიტისთვის იქნება, მე მაგისთვის არ ვიბრძოლებ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ განათლება იყოს მართლაც უფლების განხორციელება ადამიანებისთვის. ეს პრობლემები ყოველთვის იგნორირებული იყო. ისევე, როგორც ყველა სხვა სოციალური პრობლემა ამ ქვეყანაში. როდესაც სტუდენტები გამოდიან და მუშების პრობლემებზე საუბრობენ, ვიღაცისთვის ეს სასაცილოა! მე ამ დროს სულაც არ ვფიქრობ, რომ სხვის პრობლემებზე ვსაუბრობ. იმიტომ, რომ მეც ამ ფენიდან მოვდივარ. ასევე ეხებათ სტუდენტის პრობლემები მუშებსაც, რადგან უნივერისტეტებში მათი შვილები ან სხვა ოჯახის წევრები სწავლობენ. ამიტომ, ეს საკითხები ჩემთვის ყოველთვის დაკავშირებული იყო ერთმანეთთან.

კიდევ ერთი მინდა ვთქვა, რომ დღეს ჩვენს გარემოში სექსიზმისგან დაცლილი სივრცეები თითქმის არ არსებობს. აქტვიზმშიც ასეა. ქალებს მუდმივად გვიწევს საქმის ორმაგად კეთება, რომ დაგვინახონ, უფრო ხმამაღლა საუბარი, რომ მოგვისმინონ და ა.შ. ასევე, უფრო მეტ რამეზე მოგეთხოვება პასუხის გაცემა აქტივისტ ქალს, ვიდრე კაცს. მაგალითად, ემოციურობის გამო, შეიძლება მოგეკეროს ისტერიკიანი ქალის იარლიყი; კაცისგან განსხვავებით, აუცილებლად მოგეთხოვება შენი პირადი ცხოვრების გამო და ა.შ. მაგრამ უნდა გარდაქმნა შენი ქმედება ყოველდღიურ პატარა ბრძოლებად, რომ სიტუაცია შეიცვალოს“, – ანამარია ბრაგვაძე, სტუდენტი თბილისიდან.

წყარო: ქალები საქართველოდან Women of Georgia

ასევე შეგიძლიათ იხილოთ:

,,შვილის გათხოვება მშობლებისთვის უდიდესი ტვირთია – 15, 000 $ სესხი გამოაქვთ ბანკიდან” – სტუდენტი მარნეულიდან

,,1 წელია უკვე, რაც ჩამოვასხი ჩემი სახელობის ღვინო, რომელიც 30-ზე მეტ ადგილას იყიდება” – 23 წლის სტუდენტი ბაღდათიდან

,,ჩემს კურსელებს უთქვამთ, რომ „ქალის გაცემულ ბრძანებაზე, სმენაზე არ გადავალთ-ო“ – იუნკერი გოგონა გორიდან

2,360 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
February 2017
M T W T F S S
« Jan   Mar »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728