10 წიგნი, რომლებიც უნდა წაიკითხოთ სანამ ფილმს ნახავთ

ლიტერატურული გვერდი

 

წიგნებისა და ფილმების მოყვარულებს დისკუსიაში – ,,რომელი რომელს ჯობია” – არ უნდა შეყვეთ. ორივეს თავისი ხიბლი და პრიორიტეტები აქვს. თუმცა არსებობს სხვადასხვა მიზეზი თუ რატომ უნდა წაიკითხოთ პირველად წიგნი, რომლეზეც ფილმია გადაღებული. ამ მიზეზებს ქვემოთ მოყვანილი ნაწრმოებების გაცნობის შემდეგ მიხვდებით. AdMe.ru-მ შემოგვთავაზა 10 წიგნი, რომლებიც უნდა წაიკითხოთ მანამ სანამ ფილმს ნახავთ. გადახედეთ, იქნებ არ ეთანხმებით ამ ჩამინათვალს?

 ☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

Everything is Illuminated – ამ რომანში ნათელი უცებ არ ეფინება ყველაფერს, ზოგიერთებისთვის კი შეიძლება არასდროს. მარტივია გაუარო გვერდით გამომღთველს და ვერ შენიშნო იგი სიბნელეში. ნოველის მთავარი გმირის გახმოვანება თავიდან ძალიან უცნაურია: არასწორად აგებული იმპულსი, პუნქტუაციური შეცდომები და ა.შ. მაგრამ რაც უფრო ეფლობი წიგნის შინაარსში, მით უფრო ნათელი ხდება რატომ გაკეთდა ეს ყველაფერი.

25426915-collage32423-1484547960-650-5602f8e17d-1485841637

The Thirteenth Tale – მთავარი გმირი, მარგარიტა, მამამისის ბუკინისტურ მაღაზიაში მუშაობს. მის გაოცებას საზღვარი არ ქონდა, როდესაც ცნობილმა მწერალმა შესთავაზა რომანი საკუთარ ბიოგრაფიაზე. ეს მწერალი ცნობილი იყო არამხოლოდ საკუთარი წიგნებით, არამედ იმითაც, რომ არასდროს უთქვამს სიმართლე ჟურნალისტებისთვის. მარგარეტისთვის ცნობელი ხდება იდუმალი ტყუპი დების ისტრორია, რომელიც ამ მწერალთანაა კავშირში.

25426965-collage576-1484574056-650-9f62caba56-1485841637

The World According to Garp – ეს არის თანამედროვე საგა ოჯახზე, რომლის ყველა წევრი ცალ-ცალკე ცდილობს წარმატებისა და ჰარმონიის მიღებას. მწერალმა ზუსტად განსაზღვრა მკითხველის დამოკიდებულება წიგნის მიმართ: ის იწვევს ღიმილს იმ ადამიანშიც კი, რომელსაც გაღიმება არ შეუძლია და გაუბზაროს გული იმ ადამიანს, რომელიც ნაზი გულის პატრონია. წიგნს მიღებული აქვს ეროვნული წიგნების ფონდის პრემია.

25427065-collage567-1484573209-650-b9f0fec903-1485841637

Der Vorleser – 15 წლის სკოლის მოსწავლე ვერ წარმოიდგენდა როგორ შემოტრიალდებოდა მისი ცხოვრება 30 წლის ტრამვაის კონდუქტორთან, ჰანასთან, შეხვედრის შემდეგ. მათ რომანი საიდუმლო იყო, ხოლო ბიჭს მოსწონდა მისი ცხოვრება გაკვეთილების შემდეგ. თუმცა ერთ დღეს ჰანა მოულოდნელად გაქრა. ეს არის შემაზრწუნებელი ისტრორია ადამიანის ბედსა და ურთიერთდამოკიდებულებაზე.

25427165-collage557-1484573512-650-e4c21f5505-1485841637

L’elegance du herisson – თინეიჯერი გოგონა, ჭკვიანი და განათლებული მის ასაკთან შედარებით; მოხუცი კონსიერჟი, რომელიც სწავლობს ფილოსოფიურ ნამუშევრებს; მდიდარი იაპონელი, რომელიც შესახლებულია პარიზის მდიდრულ უბანში – რომანის გადაშლისას მკითხველი გაიგებს რა აკავშირებს ამ გმირებს ერთმანეთთან და როგორ იცვლება მათი ცხოვრება ერთმანეთთან შემთხვევით შეხვედრის შემდეგ.

25427215-collage545-1485765996-650-2a3457b755-1485841637

Et Si C’Etait Vrai – ერთხელ ახალგაზრდა არქიტექტორის ბინაში გამოჩნდება უცნობი და ლამაზი გოგონა, რომელიც არ არის ჩვეულებრივი. ამ ქალბატონს შეუძლია მოულოდნელად გამოჩნდეს, გავიდეს კედელში და გაქრეს – ერთი სიტყვით იგი მოჩვენებაა. მხოლოდ მთავარ გმირს შეუძლია მისი დახმარება, თუმცა იგი უძლურია სიკვდილის წინაშე, რომ არ იყოს სიყვარული.

25427315-collage4342-1484546384-650-c64eee0407-1485841637

Man som hatar kvinnor – ჟურნალისტი იძიებს ამბავს საიდუმლოდ გაუჩინარებული ახალგაზრდისა, რომელიც მაგნატის ნათესავია. როგორ არის დაკავშირებული ამ ახალგაზრდას სიკვდილი შვედეთში მოკლული რამდენიმე ქალის ისტორიასთან? ვინ ემუქრება გამომძიებელი ჟურნალისტის სიცოცხლეს, მას შემდეგ, რაც ახლოს მივიდა საიდუმლოს ამოხსნასთან? ამ კითხვებზე პასუხში მას არაორდინარული, ჰაკერი, გოგო დაეხმარება. ეს საინტერესო დეტექტივი სტივენ კინგის საყვარელ 10 წიგნშია შესული.

25427365-collage432423-1484573890-650-27c9639489-1485841637

Horns – მთავარ გმირს, მისი საყვარელი გოგონას გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე, რქები ამოუვიდა და არა მხოლოდ ეს, არამედ სხვა ჯოჯოხეთური ატრიბუტებიც. ამჟამად ბიჭი ფლობს არაამქვეყნიურ შესაძლებლობებს. ყველა ადამიანი ეუბნება მას სიმართლეს და საკუთარ სამარცხვინო საიდუმლოებებს. მაგრამ შეუძლია თუ არა მას იპოვოს საყვარელი გოგონას მკვლელი? სხვები თვლიან, რომ თავად არის დამნაშავე თავის საყვარელი გოგონას დაღუპვაში.

25427465-collage345-1484572632-650-153d90df0a-1485841637

The Prestige – წიგნი ეხება ორ ილუზიონისტს, რომლების მტრობაც წლებია გრძელდება. თითოეული მათგანი ცდილობს გამოიცნოს კონკურენტის შესაძლებლობების საიდუმლო და არ ჩერდებიან არაფრის ფასად. ამ ინტრიგული წიგნის დასასრულის პროგნოზი კი წინასწარ შეუძლებელია.

25427515-collage34324-1484546031-650-8b18a34eb7-1485841637

Inkheart – 12 წლის მეგის მამა დაჯილდოვებულია ღვთსგან ბოძებული კითხვის ნიჭით: რიდესაც იგი ხმამაღლა კითხულობს წიგნის გმირები ცოცხლდებიან, მსმენელი კი ზღაპრის მონაწილე ხდება, ეს ეხება როგორც დადებით, ისე უარყოფით პერსონაჟებს. გამოჩენილი მწერლის ტრილოგიიის პირველი ნაწილი პოპულარობით სარგებლობს როგორც პატარებში, ისე დიდებში.

25427565-collage3424-1484545766-650-8ecf1614b2-1485841637

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები