,,მორალურად აკრძალული” გახდა სამშობლოსთვის თავგანწირვა – სტუდენტი კიევის უნივერსიტეტიდან

ბლოგი

 

,,დაღლილა და დაქანცულა, ყველა მხრიდან საფრთხეს ელის.
აღარც ბრძოლა, აღარც ჟინი, არ შემორჩა ამის ძალა,
სამშობლოსთვის თავგანწირვა “მორალურად აიკრძალა”,
მაგრამ მუდამ ქართველთ ჯიშში ალაგ-ალაგ სისხლი ყივის…’’

,,დაღლილა და დაქანცულა, ყველა მხრიდან საფრთხეს ელის” – კითხულობ ამ სტრიქონებს და ფიქრობ, რაზე უნდა ესაუბრო მის ავტორს, სრულფასოვანი არსებობისთვის სოფლის წიაღი რომ ეგულება მხოლოდ და ამ წიაღიდან გაჰყურებს სამყაროს. ან რა უნდა გითხრას ისეთი, რაც წერილში არ უთქვამს, ან რაც ლექსებით არ გაგვიმჟღავნა, უკვე არაერთგზის. და მაინც, ბუნების მესაიდუმლესთან, მშობელი მიწის მოჭირნახულესა და მასზე ფიქრით ძილგამკრთალ ზურა ბერიანიძეზე მინდა გიამბოთ.

 ☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

16472892_399307780416266_8630915123345744225_nპოეზია სულიერი საზრდოა, რომლითაც ქართული საზოგადოება ყოველთვის ჯანსაღად იკვებებოდა. ბუმბერაზი ქართველი შემოქმედების კვალს, ღირსეულად აგრძელებენ თანამედროვე ავტორები, რომელთა შორის გამორჩეული ხელწერის, ტექნიკისა და სტილისტიკის მფლობელი პოეტია ზურა ბერიანიძე.

რეალურად, ახალგაზრდები ქმნიან მომავალს, არ ავიწყდებათ არც ძველი და არც უძველესი. მხოლოდ ამ საყოველთაო ხსომაში იბადება ჭეშმარიტება და იქმნება შედევრები. შემოქმედებაში თავისუფლება უპირველესია. ახალგაზრდები წერენ იმას, რაც აწუხებთ. შუამავალი მუზების წყალობით ესაუბრებიან საკუთარ თავს და მომავალს ქმნიან. თანამედროვე ეპოქაში ბევრი ღირსეული ახალგაზრდა პოეტია, ბევრიც ცდილობს იყოს ღირსეული, ზოგი ახერხებს, ზოგიც ვერა.

studinfo.ge-ის ერთ-ერთი მისიაა წარმოგიდგინოთ ღირსეული ახალგაზრდა ადამიანები. დღეს კი ჩვენი სტუმარი ზურა ბერიანიძეა, სტუდენტი კიევის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან, რომელიც პიარის ტექნოლოგიების ფაკულტეტზე სწაცლობს.

ზურა 1992 წლის 18 მარტს , ქალაქ გორში დაიბადა. ჯერ მხოლოდ 24 წლისაა. თითქმის ბავშვობიდან წერს, ლექსებით გამოხატავს თავის გრძნობებს და როგორც სხვები აღნიშნავენ, ეს კარგად გამოსდის.

ზურას ლექსები გაჟღენთილია სიფაქიზით, სამშობლოს ტკივილით, მეტაფორებითა და მიგნებებით, რომელიც ლექსს ერთი-ორად მომხივბლელსა და საინტერესოს ხდის მკითხველისათვის.

ამ ახალგაზრდა პოეტის შემოქმედებას ფართო საზოგადოება ჯერ არ იცნობს, თუმცა ყველა, ვინც მის პოეზიას თუნდაც ერთხელ გასცნობია, ერთხმად აღიარებს, რომ მისი წერის ოდნავ უჩვეულო და საინტერესო მანერა გონებაში სამუდამოდ ებეჭდება. ახლა კი ზურას ნიჭიერება თქვენთვის მოგვინდია. გთავაზობთ მის რამდენიმე ლექსს:

“დედას”
მახსოვს მიხუტებდი გულში სულ პატარას.
გტკიოდა ჩემს ტანზე ცელქური იარა.
როგორ ახერხებდი ნეტავ ჩემს ატანას,
დედი ღმერთად გიცნობ მიყვარხარ კი არა.
მახსოვს ყველა შენი დინჯი დარიგება,
ნოსტალგია მიპყრობს ზოგჯერ მემართება,
ერთი “სუპის” ნაცვლად “კევზე” გარიგება
დედი ბავშვობა და შენთან მენატრება.
მახსოვს სკოლაში პირველად წამიყვანე,
თვალებში აშკარა სიხარულს ვხედავდი,
მერე ავტირდი და ხელში ამიყვანე,
კი არ შემეშინდა მე შენზე ვღელავდი.
ოცდაოთხი წლის ვარ, ცხოვრება ვისწავლე
უკვე გავიზარდე, ტანი ავიყარე
დედი გუშინ ღამით იმდენი ვიწვალე
ღილი ამიწყდა და ნემსი გავიყარე.
ზოგჯერ გაგაბრაზებ, წყრომამდე მიმყავხარ
მერე ამ ყველაფერს თვითონაც განვიცდი
სულ ხომ მიყვარდი და დღეს უფრო მიყვარხარ
ხვალ მეტად მეყვარები ცოტას თუ დამიცდი.
ვამაყობ შენით და კიდევაც ვტრაბახობ,
რომ მყავხარ ასეთი კარგი და თბილი
ლექსად ვწერ სიტყვებს გული, რომ მკარნახობს
შენ მყავხარ ყველაზე, ყველაზე ტკბილი.
დედი ღმერთად გიცნობ მიყვარხარ კი არა
შევძლებ და გითარგმნი ყველა ენაზე
ღმერთი ხარ უბრალოდ ქალი კი არა
დედა-ჩემი ხარ მარინა ფერაძე.

“გარყვნილი სურვილი”
გინდა თავხედი მიწოდე, გინდა გამარტყი სახეში,
მაინც მოგიქცევ მკლავებში, მაინც გაგაბავ მახეში,
მე მაინც გეტყვი, ლამაზო, ფიქრებში, რასაც გიპირებ
შეგათრევ ჩემთან საწოლში, გაგთანგავ დედას გიტირებ.
გინდა უზრდელი მიწოდე, გინდა დამარტყი მახვილი
აღარ გიშველის ჩიტუნავ ვაიმე დედას ძახილი,
ძიძუს თავებზე გაკოცებ, ფეხებს ბოლომდე გაგიშლი
ამოვიღებ და მოგადებ, შედებას ვეღარ დამიშლი,
გინდა ხმამაღლა იყვირე, ხელი წამავლე ქამარში
ხომ ხედავ ძვირად დაგიჯდა ლამაზი ტრაკის თამაში,
თუნდაც მომკალი შემდეგში, პოლიციაში მიჩივლე
ამით არ გამოსწორდება ჩემს მკავში შენი სიშიშვლე.
გინდა მწყევლე და მაგინე, თავზე დამამხე სამყარო
სურვილზე უარს არ ვიტყვი ნამუსი უნდა აგყარო.
ჯობია თვითონ დამნებდე, ფეხები ფართოდ გაშალო
ისიამოვნო ვნებებით, მერე ტვინიდან წაშალო
გინდა გაქრი და აორთქლდი ანადუღარი წყალივით
სად გამექცევი, გიპოვი თივაში ნაპერწკალივით.
უბრალოდ მინდა დამნებდე, თავი ბედ-იღბალს მიანდო
შენი გარყვნილი ფიქრები სექსის დროს ყურში მიამბო
ეს ყველაფერი, რაც კი ვთქვი უბრალოდ ჩემი ფიქრია
ვის მისცემ შენი ნებაა ხო და რაც გინდა გიქნია.

************
ზოგჯერ თოვლიანი მთები მიყვარს,
მარტოდ გასავლელი ბილიკები.
მთაში გაზაფხული სტუმრად მიმყავს
ზამთარს გაეფანტა მიმიკები.
ცაზე სევდიანი მთვარე ადის
ღრუბელს ეხუტება სიხარულით
ზღვაზე ონავარი ქარი დადის
ტალღებს ათამაშებს სიყვარულით
გულში შემოჩვეულ სევდის ფარდებს
ცრემლის წვიმა ახლავს, ანიაღვრებს.
ნამად დასდებია წითელ ვარდებს
ქარი ფოთლებითურთ ანიავებს.
მთებზე თეთრი თოვლი ათოვს
ფანტელს ეშინია მზის ამოსვლის.
ყოვლად უვარგისს და უნიათოს
სიტყვას რა აზრი აქვს ვინ გამოთვლის
ძველი, გატეხილი გიტარის ხმა
ბნელში სხივის მაგვარ ნოტებს აქსოვს
მე კი აღარ მინდა არაფრის თქმა
ღამეს გათენება აღარ ახსოვს.

თავს მივცემ უფლებას და ჩემს სუბიექტურ სიმპათიებს დავაფიქსირებ საჯაროდ და ვიტყვი, რომ მკითხველის ამპლუიდან ჩემი ერთ-ერთი რჩეული ავტორი ზურა ბერიანიძეა.

ავტორი: შმაგი ბერუაშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები